#56362380 · 30 May 2020, 17:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dmitry_Medvedev
ადექვატურობასთან ხომ არ გაქვს პრობლემა? შენ თვითონ დამიდე ბმული - https://www.radiotavisupleba.ge/a/ekonomika/28583105.html და მომიწოდე წაკითხვისკენ , სადაც შავით თერთრზე წერია, რომ 2016 წელს ჯინის ინდექსი საქართველოში შეადგენდა 40%-ს. ეხლა მიდებ მეორე წყაროს, სადაც განსხვავებული მონაცემებია და მე გინდა დამაბრალო, რომ გატყუებ?  რაც შეეხება, ბოლო 2018 წლის მონაცემებს, ვადასტურებ, რომ ჯინის ინდექსი საქართველოში 36.4%-ია და ვეყრდნობი ჩემთვის უფრო საიმედო წყაროს - მსოფლიო ბანკს. https://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI| QUOTE | რა შეეხება მსოფლიო ბანკს, მისივე მონაცემები გვეუბნება 1.9დოლარზე რომ 1995 წელს 5.5 იყო, ხოლო 2017 წელს 5. ასევე თურმე 2014-15 წლებში გვქონია 4.5.ბოდიში მაგრამ ციფრები სრული სიგიჟეა. სამაგიეროდ ჯეო სტატის მოანცემებით სიღარიის ზღვარ ქვემოთ არის მოსახლეობის 20%. ეს ციფრიც როგორი დაწეულია კარგად ვიცით ასევე უინისეფის კვლევით საქართველო ჭარბ ვალიანი ქვეყანაა, ესეც დავიხმასოვროთ. |
შთაბეჭდილება მრჩება, რომ განზრახ გინდა ციფრების გარკვეული მანიპულაციებით მცდარი სურათი შექმნა. თუკი მსოფლიო ბანკის არ გჯერა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს ეყრდნობი, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა, მაშინ რატომ აიგნორირებ, რომ იმავე წყაროს მიხედვით, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 26.2% იყო, რაც ისევ ჩემს მიერ დაწერილს ადასტურებს, რომ სიღარიბის დონე ნელა, მაგრამ მცირდება. https://www.geostat.ge/ka/modules/categorie...skhovrebis-done| QUOTE | | უმაღლესში უნივერსტიტეტი არ მიგულისხმია მხოლოდ, არამედ მაღალ ანაზღაურებადი პროფესიონალი კადრები |
პროფესიონალი კადრების ანაზღაურება მინიმუმ 2-ჯერ და შემთხვევების უმრავლესობაში კი ბევრად მეტად აღემატება არაკვალიფიციური მუშახელისას. ცხადია ეს არ ნიშნავს აბსოლუტური მნიშვნელობით მაღალ ანაზღაურებას, არამედ მხოლოდ ფარდობას სხვადასხვა კატეგორიის დასაქმებულთა შორის.
| QUOTE | | ექთნების ხელფასი 300 ლარამდე რომ არის იცოდი? დეფიციტის მიუხედავად* |
სავარაუდოდ შენ ეყრდნობი, პროფკავშირების "სოლიდარობის ქსელის" მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის სანდოობაც ჩემში გარკვეულ კითხვებს ბადებს. თუმცა მაგ კვლევითაც კი ექთნების მხოლოდ 8%-ს აქვს 300 ლარამდე ხელფასი, ხოლო ძირითად ნაწილს, 78.6%-ს 300-500 ლარის ფარგლებში. გამოდის, რომ თუ მაგ წყაროს ეყრდნონი, მაშინ აღნიშნულ შედეგებსაც კი გარკვეულწილად საშენოდ "ალამაზებ". https://1tv.ge/analytics/eqtnebis-shromis-p...o-momsakhureba/თუმცა არსებობს სხვა მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც სამი წლის წინ, 2017 წელს, ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების ექთნების საშუალო თვიური ანაზღაურება 442 ლარი იყო, ხოლო თბილისის 1117 ლარი. მაშინ როდესაც ექიმების ქუთაისში იყო 663 ლარი ანუ ექთნებზე 50%-ით მეტი, ხოლო თბილისში 1376 ლარი ანუ ექთნებზე მხოლოდ 23%-ით მეტი. ეს კვლევა კი იმას ადასტურებს, რომ თბილისსა და რეგიონებში არსებულ ხელფასებს შორის დიდი სხვაობაა და არა იმას, რომ ექთნების ანაზღაურება არაკვალიფიციური მუშახელის დონეზეა. https://factcheck.ge/ka/story/33127-thbilis...hi-400-500-lari| QUOTE | | დღეს რაც მოთხოვნადია ის ხვალ შეიძლება აღარ იყოს, რადგან ქვეყანა ''ბაზარსაა მინდობილი'' . დღეს მოთხოვნადი კი არის დაბალ ტექნოლოგიური პროფესიები, როგორიცაა მთლიანად მომსახურეობის სფერო, ტურიზმი და ა.შ. ბოდიში მაგრამ ესე ქვეყანა ვერ განვითარდება, არამედ ვიქნები რიგითი ჩამორჩენილი ქვეყანა, ინდუსტრიისა და მეცნიერების გარეშე. |
შენგან განსხვავებით, ვერ დავიწყებ შავზე თეთრის მტკიცებას, რომ თითქოს ინდუსტრია არ გვჭირდება ან უკვე განვითარებულია. თუმცა, შენი პათოსიდან ჩანს, რომ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გაგაჩნია საქართველოში ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობაზე, ხოლო მეორეს მხრივ ზედმეტად აკნინებ ჩვენთან ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, მაღალ ანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპეციალობების დაუფლების შესაძლებლობას, რომელთა შორისაც შეიძლება გამოვყოთ: პროგრამისტები, სხვა IT სპეციალისტები, ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტები, სამშენებლო დარგის სპეციალისტები, ელექტრო-ინჟინრები, ენერგეტიკოსები და ა.შ.
This post has been edited by net on 30 May 2020, 17:35
|