უფრო იმიტომ, რომ 2 წლის წინ სააკაშვილზე და მელიაზე ბევრად რადიკალი და ქოცთმაგინებელი იყო, ტიპი უგულავას პოლიტპატიმარს ეძახდა, ცესკოსთან მირბოდა „გაყალბდააას!!!!“ საღრიალოდ და „დრაქში გაიკეთონ მანდატებიიი!!!!“ ხაოდა ტვ ეთერებში, ბოკერიაზე მიანიშნებდა გარიგებულიაო თან, იქით ამხელდა ივანიშვილთან გარიგებულ ხალხს.
ცოტა ხანში:
ა) პოლიტ.პატიმრები პარლამენტში თუ შევალთ, გამოვლენ.
ბ) შევიდა, ისინი ვისაც პოლიტ.პატიმრებს ეძახდა ამის შესვლის გამო არ გამოუშვიათ, დავივიწყეთ.
გ) მოდი იმიტომაც შევიდეთ პარლამენტში, გავარკვიოთ გაყალბდა არჩევნები თუ არა.
დ) შევიდა, „არკვევს“, იქამდე ის ქალი რომ იყო ცესკოს თავმჯდომარე უკანასკნელი სიტყვებით ყავს ეთერ-ეთერ ნალანძღი.
ე) „გაარკვია“, ძირითადად არ გაყალბდა, თუმცა იყო იქ „რაღაც დარღვევები, მასშტაბს ახლა ვეღარ შევაფასებთ“.
ვ) საარჩევნო კოდექსი უნდა „ჩააწიკწიკოს“, ბარიერი დაწიოს და ა.შ ამიტომაა პარლამენტში, ისე რა უნდა?
ზ) 2021-ის არჩევნები პრობლემები იგივე, ბარიერი - 2023 მოდის არ დაიწია.
თ) სერიოზული პოლიტიკოსია, აგრძელებს პარლამენტში „ხალხის მსახურს“, ხანდახან კრწანისის ბრძოლაზეც აქვს ჩართვები.
პ.ს. ამ კინტაურს არ ჯობდა პირდაპირ ეთქვა - მკიდია რაც ადრე მითქვამს, ხმები ჩემია, მანდატიც ჩემია, შევდივარ - ოჯახია სარჩენი, კრედიტია გადასახდელი, აგი-იგი. ტიპმა „ცირკაჩობის“ ყველა დონე მოხსნა, ჯონდი ბაღათურია უფრო ღრისეულად მოიქცა 2008-ში ვიდრე ეს, იმან დაადო თავი შევიდა, ეს უნიკუმია.