გელა ცერცვაძეს რუსეთში წარმატებული სარესტორნო ბიზნესი აქვს, ის არის G.G.Group-ის, Marani-ის, Satrapezo-ს და Кафе Хинкальная-ს მფლობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, გელა ცერცვაძე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელია და მისი ბიზნესების უმეტესი ნაწილის მფლობელი სწორედ ტარიელ ონიანი.
მასთან მუშაობდა თემურ თათარაშვილი, დათუნა მგელაძე, თამუნა ამონაშვილი და სხვები.

ვიდეო რუსეთში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორან „მარანში“ არის გადაღებული, სადაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ბადრი კოღუაშვილი და „ალბერტ წითური“, სხვებთან ერთად სიმღერას „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ მღერიან და დროს შესანიშნავად ატარებენ.
ბადრი კოღუაშვილს კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ, ის შაქრო კალაშოვის უახლოესი გარემოცვის წევრი გახლავთ, რომლის გავლენები კრიმინალურ სამყაროში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და რუსეთში “ბოსების ბოსს” უწოდებენ.