გამარტივებულად რომ დავწერო, ზოგადად ციფრული ტექნიკის (შესაბამისად ამისთვის და ამ პრინციპზე შექმნილი ნებისმიერი მოწყობილობის - ციფრული მოწყობილობები, მობილური, კომპიუტერი და ა.შ.) შექმნის ამოსავალი წერტილი არის ე,წ, "ტრიგერის" შექმნის შესაძლებლობა რაღაცა "მასალისგან" (ვიმეორებ, გამარტივებულად რომ ავხსნა)
ტრიგერი გულისხმობს ელემენტარულ ციფრულ ერთეულს, რომელსაც შეუძლია იმ მდგომარეობის დამახსოვრება რომელშიც მას დავაყენებთ.
პირობითად რომ ვთქვათ, თუ მას გადავიყვანთ მდგომარეობაში "1" და "თავს დავანებებთ", იგი დარჩება მდგომარეობაში "1"
თუ გადავიყვანთ მდგომარეობაში "0" და "თავს დავანებებთ", იგი დარჩება მდგომარეობაში "0"
თუ "მასალა" (ნახევარგამტარი ან სხვა) იძლევა საშუალებას რომ შეიქნას ერთი ცალი ტრიგერი, მაშინ შესალებებლია ამ მასალაზე ციფრული მოწყობილობების გაკეთება
და პირიქით, თუ "მასალა" არ იძლევა საშუალებას რომ შეიქნას ტრიგერი, მაშინ მისგან არ გამოვა ციფრული ტექნიკის კეთება და ამის "მასალად "არ ვარგა
ამოსავალი წერილი არის ეს.
შემდეგ ეტაპზე მოდის:
- რა ენერგია ჭირდება ამ ტრიგერს რომ დაიმახსოვროს მდგომარეობა
- რამდენი დრო ჭირდება მის 0 დან 1-ში გადაყვანას და 1-დან ნოლში გადაყვანას, სწაფმოქმედება
- ზომები
- ფასი
- შესაძლებელია თუ არა ისეთი ტრიგერის გაკეთება, რომელიც მდგომარეობას დაიმახსოვრებს კვების ძაბვის მოხსნის შემდეგაც
და .შ.
დღევანდელი ტექნიკა ამ ყველა პარამეტში ფანტასტიკურ შედეგებამდე მივიდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ არაგათვითცნობიერებულისთვის განსაცვიფრებლად ჩანს დრევანდელი ტექნიკის შედეგები, მაინც თუ რა ეტაპზეა ციფრული ტექნიკის განვითარება "მიზანს" რომ შევადაროთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ უმატივესი ჩანასახის დონეზეა.
და მთავარი გამოწვევა არის სწაფმოქმედება და მოხმარებული ენერგია
ჩვენი საზომით რომ მაგალითად ტელეფონი რომ ბევრს არაფერს არ ხარჯავს და ერთი კვირა არ ჭირდება დამუხტვა, სულ სხვა რაღაცაა და სინამდვილეში მიდის ომი თითოეული მიკროამპერისთვის რადგან ეს არის ომი გრილი ჩიპსისთვის
ამიტომ მთავარი გამოწვევა არის სწაფმოქმედება და მოხმარებული ენერგია
სწრაფმოქმედება კი არის ის მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც მინიმუმ ერთი საუკუნე ვერ შეგვაქმნევინებს ისეთ კომპიუტერს რომელსაც ოდნავი ნიშნებიც კი არ ექნება ხელოვნურიი ინტელექტის. (რეალურ ხელოვნურიი ინტელექტზეა საუბარი)
რეიზა ვიბჟუტურე ამდენი.
ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ ასეთი რააღცა წავიკითხე შარშან და მის შესახებ დამეწერა, კერძოდ, არიან მეცნიერები რომლებიც ცდილობენ რომ ტრიგერი შექმნან სინათლის გამოყენებით. რაც შესაბამისად გულისხმობს უზარმაზარ სწრაფმოქმედებას. სინათლის სიჩქარეს.
მაგრამ როგორ?
ჰოდა როგორც დავწერე, წავიკითხე რომ ერთერთმა ჯგუფმა აღმოაჩინა ასეთი რაღაცა
დავუშვათ, გამჭვირვალე სითხით გავსებულ ჰორიზონტალურ მილში შედის სინათლია სხივი. ანუ ჰორიზონტალურში გამჭოლად.
-> ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||| ->
იმ პატარა ნიუანსით რომ მილის ბოლო (ანუ მარჯვენა) კედელი ირეკლავდა სხივის 10 %-ს ზუსტად უკან, ხოლო 90%-ს ატარებდა
ჰოდა, ამ მილში ამ მეცნიერებმა ჩაასხეს იოდის რაღაცა გაზავებული კონცენტრატი,
პრინციპი კი შექმნეს შედეგი:
მარცხნიდან შედიოდა 100% სხივი (მილში იყო ამ დროს 100% სხივი და ბოლოში 90% გამოდიოდა გარეთ მარჯვენა ბოლოდან)
მილში ამ 100% სხივის არსებობას, უფრო ზუსტად, (90%-დან 100%-ის ჩათვლით სხივის არსებობას დავარქვათ ჩვენი ტრიგერის "1"-იანი მდგომარეობა
ხოლო, როდესაც მილში მარცხნიდან უშვებენ 100%-ის ნაცვლად 10% სხივს, და როცა მილში არის 10% სხივი, ამას დავარქვათ ჩვენი ტრიგერის "0"-ოვანი მდგომარეობა.
ანუ "1" და "0" მდგომარეობა გვაქვს.
მაგრამ დამახსოვრება?!
სწორედ ამაზე არის ახლა საუბარი. შეარჩიეს იდის ისეთი ნარევი სითხე, რომელშიც თუ შეუშვებდნენ 100% სხივს და როგრც ვთქვით ამ სხივის 10% მარჯვენა კედლიდან აირეკლება და უკან ბრუნდება ეს 10% მოდიოდა რეზონანსში შემავალ სხივთან და, იმის შედეგ რაც შემავალი 100% გამოურთეს და შემავალი დატოვეს 10%, მილში ამ შემავალი 10%-ის და მარჯვენა კედლიდან უკან მომავალი 10%-ის რეზონანსით შეიქმნა 90% სხივი.
ანუ ტრიგერი 100%-ის მიწოდებით გადაიყვანეს "1"-იანში და ამ 100%-ის მოხსნის შემდეგ მან დაიმახსოვრა მდგომარეობა, ანუ შექმნეს ტრიგერი. რომელსაც შეუძლია მდგომარეობა დაიმახსოვროს მას შემდეგაც რაც მდგომარეობის შეცვლის გამომწვევი წყარო (იყო 100%) მოუხსნეს (დარჩა 10%). ანუ დაიმახსოვრა.
გამგები გაიგებს რაც დავწერე და ტყუილად შეკითხვებს - საიდან როგორ და ა.შ. არ დამისვამს.
კარგად იყავით.
ჰო, სად დაიკარგნენ მას შემდეგ ესენი, და რატო აღარ წერენ მათზე არაფერს არც ეგ არ ვიცი.
მა ეხლა მე გიჟი არ ვარ, რამხელა სტატია დაწერე?!