UFOZZრა უნდა დაეცხრილათ? კაფსულა?
იმხელა წნევას გაუძლო და გადაცხრილვა რას უზამს?
გამოიყვანეს? ვეღარ ვუყურე..
ისე მანდ ელიტ ტურისტები იქნებოდნენ, მკაცრი გაწერილი ლოკაციებით
* * *
რატომ გამოგვრჩა არ ვიცი
30 ივლისს, რაკეტამატარებლით "ატლას V", კანავერალიდან (ფლორიდა), გაუშვეს მარსმავალი "პერსევერანსი", "კურიოზიტის" გაუმჯობესებული ვარიანტი+მარსალიოტი...
დაჯდება 2021 წლის 18 თებერვალს, ჩრდილოეთ პოლუსის ერთ ერთ ყოფილი ტბის (ან ზღვის) კალაპოტში, სადაც უფრო მეტი შანსია ნარჩენების გამოკვლევის და ზოგადად მარსის წარსულის შესწავლის..
მისია: სიცოხლის ფორმების არსებობის კვლევა, გრუნტის გაბურღვა/კვლევა, გეოლოგია, ატმოსფეროს შესწავლა და ა.შ.
აღსანიშნავია რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სხვა პლანეტის კვლევისას, გარდა როვერისა გამოყენებული იქნება ვერტალიოტი

(ჩვენთან დრონებს ვერ იყენებენ რამოდენიმე კილომენტრრში და ესენი 62 მილიონი კილომეტრის იქეთ რა ამბავში არიან

)

ეს გაშვება:
https://www.youtube.com/watch?v=K-UKgePczbYეს როგორ იმუშავებს, როვერი+მარსალიოტი:
https://www.youtube.com/watch?v=d5ehz7pHprkდაჯდა: 2.8 მილიარდი, იგივე თითქმის რაც "კურიოსიტი" თუმცა ეს აღჭურვილია უნიკალური კამერებით და უფრო მეტი "დაჩიკებით" და აღარ გვხვდება მზის პანელები, ის მთლიადან ატომურ კვებაზე იქნება (ანუ მარსის ამინდები აღარ იმოქმედებს მის გადაადგილებაზე და სხვა სამუშაოებზე, სრულიად ავტონომიური იქნება)
წონა: 1025 კგ
სიგრძე (როვერის) 3მ, სიგანე - 2.7მ, სიმაღლე - 2.2 მ