მეც უაზრობად მიმაჩნია,თუმცა ეგ წლები შეიძლება ფეხმძიმობა/მშობიარობა/ბავშვის გაზრდის ხარჯზე იყოს გათვლილი....
თემას რაც შეეხება,ერთ რამეს ვიტყვი: დაიწერა რო სიბერეში რაღა აზრი აქვს ცხოვრებას როცაო ... ბევრი რამე დაიწერა...
ბოლო ერთ წელზე მეტია გერმანიის ერთეღთ კურორტზე ვცხოვრობ,დაახლოებით საირმე რომ არის ისეთზე(შედარებისთვის ვწერ),ოღონდ უფრო დიდი და განვითარებული ინფრასტრუქტურით... დაახლოებით 30 000 კაცი ცხოვრობს, მათ შორის ალბათ უმეტესობა 60+ ერთგვარი მდიდარი პენსიონერების ქალაქია. ჩემს სამეზობლოშიც მარტო ბევრი ვიცი 75+ ასაკის. ბევრჯერ სამსახურში მიმავალს დილით, მიფიქრია ნეტა თუ მეღირსება ეგეთი სიბერე ამათ რომ აქვთ...(პორველ როგში მატერიალურს ვგულისხმობ,80 წლის ბებო რო ფერარით ჩამოგივლიდეთ თქვენც დაფიქრდებოდით დამოჯერეთ)
ერთერთი 84 წლის აქაური ნაცნობი მყავდა ქორწილში შარშან საქართველოში დაპატიჟებული, მემგონი ყველაზე მეტად გაერთო თავის სმა ჭამით, ცეკვით და შოფინგით საქართველოში... ასე რომ მეგობრებო: ცხოვრება შეიძლება 18 წლისასაც მოგბეზრდეს ან შეიძლება 81ისაც არ ფიქრობდე წასვლაზე ამ ქვეყნიდან...
სიცოცხლის სტატისტიკას რაც შეეხება საქართველოში,კატასტროფაა და მეტი არაფერი. 80 წლის ადამიანი,ჩემს პორად წარმოსახვაში ძალიან ჩვეულებრივი ფიზიკური შესაძლებლობის მქონე საშუალო ასაკის ადამიანზესულ ოდნავ სუსტია.
მე პირადათ მყავს 85 წლის ბებო,რომელიც წლებია უკვე ლოგინად არის მხოლოდ იმის გამო რომ მენჯის სახსარი ფაქტიურად აღარ აქვს და ოპერაციას არ უკეთებენ ხელოვნურ სახსარს(მათ შორის მისი შვილებიც,ჩემი ერთერთი მშობელიც ამ აზრზეა),იმის გამო რომ ბებერია და ვერ გადაიტანს ოპერაციას. როცა აქ ამ ქალაქში,მაგაზე მეტი დაავადების მქონე ბებოები პორშეთი და ფერარით ან თუნდაც ველოსიპედით დაგრუალობენ,თუმცა 2 მენჯის,1 მუხლის და ერთიც მხრის ხელოვნური სახსარი მინიმუმ აქვთ