#56360723 · 30 May 2020, 04:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მგონი ცოტა სხვანაირადაა საქმე. მეც მომივიდა მარკეტის პირად ჩატში მსგავსი მესიჯი ოღონდ მეილზე მთხოვდა დაკონტაქტებას. ნივთი ვითომ ჭირდებოდა გერმანიაში და ყველა ხარჯის გაღებას საკუთარ თავზე იღებდა, პლიუს 20 პროცენტამდე იმაზე მეტ თანხას მიგზავნიდა ვიდრე საჭირო იყო. აწყობდა ორი სახის გადმორიცხვა, როგორც საბანკო, ასევე ფეიფალი. SWIFT CODE, BANK NAME, ACCOUNT NUMBER და კიდე რაღაცები ჭირდებოდა, ისეთი არაფერი მავნებლურად რომ გამოეყენებინა. და როცა საბანკო რეკვიზიტები მივწერე გამომიგზავნა მეილი რომელიც იყო ვითომ ჩარიცხვის დამადასტურებელი ჩემს paypalზე , მაგრამ სხვა მეილით მივწერე, რომელზეც არაფერი არ მაქ მიბმული. იმ ლინკზე არ გადავსულვარ. phishingზე დავარეფორთე და ავტომატურად გაისპამა. გაჩვენებდით მესიჯებს, მაგრამ 30 დღეში სუფთავდება სპამი. მოკლედ, ეგ აფიორა უფრო საბანკო მონაცემებს მოგპარავთ, ვიდრე ნივთს. მაიმარკეტის ადმინისტრაციას რომ მივწერე ესეთი რაღაცები ხდება თქო ეს მომწერეს და როგორც გავარკვიე მარტო მე გამომიგზავნეს. წესით ყველა რეგისტრირებული მომხმარებლისთვის უნდა გაეგზავნათ, მაგრამ უკეთ იციან ალბათ.
მე ირმა ვარ, შენი ასისტენტი MY.GE - ის სივრცეში. როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ სივრცეშიც საჭიროა უსაფრთხოების წესების გათვალისწინება. მომრავლებული ფიშინგის გამო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და გულისხმობს მომხიბლავი წინადადებით მომხმარებლების მოტყუებას, მათი პერსონალური მონაცემების გარკვევას და შემდგომში მათი საბანკო ანგარიშების მართვას, გთხოვ გაითვალისწინო შემდეგი რჩევები: · არავის გაუზიარო MY.GE-ის სივრცეში შესასვლელი მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე ელფოსტის პაროლი. · სასურველია, MY.GE-ის სივრცეში შესასვლელი პაროლის პერიოდულად შეცვლა. რეკომენდირებულია, პაროლის შექმნისას გამოიყენო დიდი და პატარა ასოების, ასევე ციფრების კომბინაცია. · არავის გაუზიარო ერთჯერადი სმს კოდი, რომელსაც მობილური შეტყობინების სახით მიიღებ ბანკის ოფიციალური ნომრიდან; სმს კოდის გაზიარებით თაღლითმა შესაძლოა შეცვალოს შენი ინტერნეტბანკის პაროლი, გადარიცხოს ან გაანაღდოს თანხა შენი ანგარიშიდან/ბარათიდან. · არავის გადასცე შენი პირადი მონაცემები (პირადი ნომერი, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი) ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით · არ გააზიარო შენი საბანკო ბარათის ნომერი (საბანკო ბარათის 16 ნიშნა კოდი, ვადა, CVV კოდი) · არ გააზიარო შენი საბანკო ბარათის, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ფოტო · ყოველთვის დაკვირვებით წაიკითხე ბანკისგან მიღებული სმს შეტყობინებები (სმს-შეტყობინებაში მითითებულია რა მიზნით გეგზავნება სმს კოდი) · დარწმუნდი, რომ შენი საბანკო მონაცემები ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ან MY.GE-ის ვებგვერდზე შეგყავს · დაეჭვების შემთხვევაში სწრაფად დაუკავშირდი ბანკს. მადლობა, რომ მეგობრობ ჩვენთან.
|