kamech
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3579
წევრი No.: 32286
რეგისტრ.: 31-March 07
|
#56367507 · 1 Jun 2020, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (VELTBGA @ 30 May 2020, 19:14 ) | ქართული ოცნება მართალია შემდეგ საკითხებში:
1. ნაციონალების დროს დავკარგეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი. რუსების მიერ თავზე მოხვეული ომი მწარედ წავაგეთ. სამარცხვინოდ გამოიქცნენ მიშას ნაც-გენერლები.
2. ოქრუაშვილი, უგულავა და ....სხვები ამ გუნდიდან თაღლითები არიან, არანაირი პატივისცემას არ იმსახურებენ. განსაკუთრებით ეხლა, როცა ისევ უკან ეტენებიან პოლიტიკაში. უარესიც იმუქრებიან კიდევაც დაჭერებით. მაგათი უსინდისო დედა ვატირე.
3. სააკაშვილი გახდა არასასურველი პიროვნება, რომლის უკან დაბრუნებით ვერ ოსებთან და განსაკუთრებით აფხაზებთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. მაშინ როცა ოსები და აფხაზებიც ისევ იჩაგრებიან რუსეთის მხრიდან, როგორც დანარჩენი საქართველო. რუსების ხახაში ჩვენ ჩავყარეთ ეგ ხალხი. რატომ? იმიტომ რომ ჭკუა არ გვეყო ქართველებს კგბ პროვოკაციებს არ ავყოლოდით. ერთმანეთი ვხოცეთ და სხვებიც გავამწარეთ.
4. ბიძინა ივანიშვილი ცუდია თუ კარგი, მის ჯიბეში ყოფდა ხელს გასული ხელისუფლება და მერე თავის სახელს არქმევდა.
5. დასავლეთის კრიტიკა ქართულმა ოცნებამ დაიმსახურა. შედეგაც უნდა გამოცვალონ მთელი დიპლომატიური ვაი-კორპუსი, უსაქმური ელჩები/მინისტრი/მოადგილეები - ყველა პანღურით სახლში. გაგდების წინ განსაკუთრებით გასალახია საქართველოს საელჩო აშშ-ში. მთელი კადრები და EU-ში ჩვენი წარმომადგენლობაც გასაწკეპლია.
7. ოცნებამ სახლში უნდა გაუშვას დეპუტაციის და მინისტრების დიდი ნაწილი. დასავლეთის კრიტიკის დიდი წილი თეა წულუკიანი, უტვინო პროკურატურას დამსახურებაა.
8. სისხლის სამართლის საქმეში უნდა გადაეცეს თაღლითები როგორიცაა ირაკლი ღარიბაშვილი და ა.შ.
9. არჩევნებში გვერდით უნდა დაიყენოს ოპოზიციის დიდი ნაწილის. უნდა გაიზიაროს მათი კრიტიკაც და კოალიციაც შექმნას. საჭიროა ხალხი: ბოკერი სს მინისტრად, ალეკო ელისაშვილი, ქალაქი მერად, დავით ბერძენიშვილი პარლამენტის თავჯდომარედ, ბატონი უსუფაშვილი ვიცე-სპიკერად, გუმბაზი პარლამენტის ბუფეტის უფროსად და ა.შ.
10. აღკვეთოს ტენდერების მოგების ეგეთი კლანური ტენდენციები. გახარია სამსახურიდან გააგდონ. ივანიშვილი უკან დაბრუნდეს პრემიერად.
11. ეკლესიიდან კუდიანი ეშმაკები გამოყაროს, ცოცხზე შესვას და რუსეთში გაუშვან. ცოცხის მეტი არაფერი გაატანოს. დაუბრუნდეს ჩვენს ეკლესიას ქრისტიანული სწავლება, უფლის სიტყვა და - არა გარეწარ რუსებს. |
1. მიშას გაქცევაში გეთნახმები, რაც არ უნდა პოსტოს ნაცაქტივმა დაცვას ეუბნება ნუ მეფარებით თქვე ჩემისებო, ცხინვალში უნდა შევარდე და მარტომ ავიღოო, სინამდვილეში უბრალოდ გაქცევაში შეუშალა დაცვამ ხელი და ამას ჩივის, მაგრამ რუსების თავზე მოხვეულ ომში ვერ დაგეთანხმები. ეს იყო რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და როგორც ყოველთვის ერთ თარგზე აწყობილი, ისინი იწყებენ ომს საკუთარი არაოფიციალური სამხედრო შენაერთებით, შენ იცავ თავს, მერე მოდის მისი ოფიციალური ჯარი და გიგებს ომს. ესე უქნეს ყველა ქვეყანას, გინდა პოლონეთს, გინდა უკრაინას, გინდა ბალტიის პირეთის ქვეყნებს და ა.შ. ასე რომ აქ ამბავი ასეა, ღორები ალაგებენ გეგმას, ამა და ამ წელს ვიღებთ დავუშვად ფინეთს, შენ რაც არ უნდა ქნა, ის მაინც მოდის იმ დათქმულ დროს, ხოდა აქ უკვე შენზეა, წინასწარ განწირულ წაგებულ ბრძოლაში ღირსეულად გამოხვალ და იბრძოლებ თუ სირაქლემასავით თავს ჩარგავ მიწაში. ჩვენ ორივე ვცადეთ და როგორც ხედავ შედეგი მაინც ერთია, ის მოდის და მიაქვს ჩვენი მიწები, ასე რომ ჩემთვის აგვისტოს ომი უფრო ღირსეული მოვლენაა, მიუხედავად მთელი მისი დანაკარგებისა, ვიდრე იმის ყურება ხალხს საკუთარი ხელით სახლებს როგორ აშლევინებენ აგურ-აგურ და ამას სახელმწიფო არ იმჩნევს. ასე რომ ნაც-გენერლების სამარცხვინო გაქცევაში გეთანხმები, მაგრამ ომის ასეთ ასპექტში დანახვაში - არა.
2 ოქრუაშვილი და უგულავა რა თქმა უნდა სალანძღავები არიან, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც სახელმწიფოს პატიოსანი, განათლებული, საქმეზე და განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა მართავს. მიუხედავად იმისა რომ ოქრუაშვილი უბრალოდ დაემთხვა იმ რეფორმატორულ პერიოდს ქართული ჯარისა, რომელშიც სხვა ბევრი გარე და თუნდაც შიდა ფაქტორები იყო და არა ირაკლის ფაქტორი, მაინც იმ ქართული არმიის "დირექტორად" ითვლება, რომლითაც ვამაყობდით მთელი ქვეყანა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, შესაბამისად თუკი ოდესმე ნატო მიგვიღებს, იმ დროინდელი თავდაცვის სამინისტროს წვლილი უფრო დიდი იქნება, ვიდრე ღარიბაშვილის, მინდია ჯანელიძის, თინა ხიდაშელის და იზორიას დროინდელი სამინისტროსი, აქედან გამომდინარე ოქრუაშვილიც ავტომატურად გახდება ამ საშვილიშვილო სიკეთის ერთერთი მონაწილე. ასევე შეგიძლია ჰკითხო უბრალო ჯარისკაცებს, 80-90 პროცენტი დღემდე მისტირის "ოქროს" და საუკეთესო მინისტრად თვლიან, ასე რომ მიუხედავად ჩემი მისდამი ანტიპათიისა, რომელიც მისი გადადგომიდან (გადაყენებიდან) დღემდე მისი ქცევებიდან, საუბრებიდან და ამბიციებიდანაა გამომდინარე, თუკი ჩვენ მას ვლანძღავთ, ვლანძღავთ ოცნების დროინდელი თავდაცვის მინისტრების შემდეგ, როგორც საქართველოს ნაკრებშია რა... არ მოგვწონს ქვილითაია, გვინდა რონალდო, მაგრამ რონალდო არ არის ქართველი, ამიტომ ქვილითაია სჯობს ლადო დვალიშვილს... მარტივი პრინციპია. იგივეს გეტყვი უგულავაზე, უამრავი კორუფციული გარიგება ვიცით გიგიზეც, ნარმანიაზეც და კალაძეზეც, მაგრამ პარტიულობიდან გამომდინარე მხოლოდ უგულავა ისჯება, მე კი პირადად მიმაჩნია რომ უგულავამ უფრო მეტი გააკეთა ვიდრე დავუშვად დავით ნარმანიამ. ფორმულა მარტივია, მოიპარა უგულავამ, მოიპარა ნარმანიამ (შეგიძლია მისი საცხოვრებელი სახლი ნახო და მისი ახლანდელი თანამდებობა, სადაც პენსიას იღებს 20 000 ლარზე მეტს, ხელფასის სახით) განტოლებაში ხომ გინახავს რომ იქვითება რაღაცეები, ასევეა აქაც, გაიქვითა მოპარვები, დარჩა ვინ უფრო მეტი ქნა კარგი ამ მოპარვების ფონზე, მე ვფიქრობ რომ უგულავამ. ამაში თუ გინდა შევეჯიბროთ და ჩამოვწეროთ რა ქნა ნარმანიამ და რა ქნა უგულავამ. კალაძეს რაც შეეხება, ნუ ვნახოთ რა შედეგით დაასრულებს, ჯერჯერობით ნელთბილად მიდის, მწვადსაც წვავს და შამფურსაც. ასე რომ აქ ჩემი პასუხია ოქრუაშვილის, უგულავას და მისნაირების სინსილა გაწყდა, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ დავუყენოთ ოცნების მაღალჩინოსნები.
3. მესამე პუნტქის დასაწყისში გეთანხმები, სააკაშვილი რაც მალე ჩამოგვეხსნება და მაოხრებელი მკვდარი არ იქნება, მით უკეთესი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ასეთ დღეში ჩვენს გამო არიან ოსები და აფხაზები, ვერ დაგეთანხმები, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი განსხვავებული ხასიათების არიან ოსები და აფხაზები ერთმანეთისგან და ორმაგად მომიწევს წერა და რაც შეეხება კგბ-ს პროვოკაციებს, რომელსაც თურმე ჩვენ ავყევით, ნუ დაივიწყებ რომ იმ პროვოკაციის მომწყობებად კგბ-ს ოსები და აფხაზები ყავდა, ასე რომ ჩვენ თუ უბრალოდ "შეგვისრულეს" ისინი გამოიყენეს და ახლა ასე ყავთ ნახმარი კახპებივით პანელზე გამოგდებულები.
4. გასული ხელისუფლება ბევრი ბიზნესმენის ჯიბეში ყოფდა ხელს, მათ შორის ბიძინას ჯიბეშიც და მერე თავის სახელს არქმევდა მათი ფულით გაკეთებულ რაღაცეებს, ახლა ბიძინა ზის სასახლეში, იბარებს ბიზნესმენებს, ურჩევს საქმეებს, მისი ქვეშემრდომები იფორმებენ ყველგან და ყველაფერში წილებს, მინისტრებს სარდაფებში "სკოჩავენ" და 90 წლების რუსული მეთოდებით იყოფენ ქვეყანას. როგორ ფიქრობ? ჩვენთვის, ხალხისთვის რომელი სჯობდა? დავუშვად რაბათი... ახლა როდესაც აღარც ვანოა, აღარც მიშაა, შენ სულ ფეხებზე არ გკიდია რაბათი ბიძინას ააშენებინეს თუ ახალციხელ "საპოჟნიკებს". ანუ შენთვის ის უფრო შეურაცმხყოფელია რომ თავისი სახელით აშენებინებდნენ სხვებს ჩვენს ქვეყანას თუ ერთი ოლიგარქის ხელში რომ გადავიდა მთელი ქვეყანა თავისი მიწის ქვეშა და მიწის ზედა სიმდიდრით? სისხლის მსმელების მიერ, ბიზნესმენებზე წართმეული ფულით აშენებული მესტია უფრო "გევასება" თუ ბიძინას აფეთქებული საყდრისი? გამომდინარე იქიდან რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც მაშინ წუწუნებდნენ, მიშა დედას გვტირობს, მშივრებს გვტოვებს ფაქტიურად იმდენს გვართმევსო, დღესაც ისეთივე ბიზნესმენები არიან, უფრო და უფრო მეტი ქონება აქვთ ნაშოვნი და კიდევ მეტს იშოვნიან ჩვენს ხარჯზე, ანუ გამოდის რომ იმდენსაც არ ართმევდა რომ სული ამოძრობოდათ შიმშილით და გარკვეული უპირატესობებიც ჰქონდათ, რა თქმა უნდა ისევ ჩვენს ხარჯზე. ასე რომ მეოთხეშიც ვერ გეთანხმები.
5. დიპ კორპუსი და ელჩები კი არ უნდა გამოიცვალონ, ოლიგარქიული მართველობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ უნიათო მინისტრების გამო კი არ გვაკრიტიკებს დასავლეთი, არამედ ბიძინას ფარული მართველობის გამო. ქვეყანაში ვინ არის იცი პირველი პირი? პრემიერმინისტრი, ანუ იდეაში მეფეა ჩვენი, მასზე დიდი ძალაუფლება და გავლენა არც ერთ თანამდებობას არ აქვს, მაგრამ არსებობს ერთი დიდი ფულის პატრონი მოქალაქე, რომელიც წელიწადში ერთხელ ქვეყნის პირველ პირს ხსნის. წარმოგიდგენია ბრიტანეთის ან გერმანიის პრემიერმინისტრი რომ დაიბაროს ვინმე ბიზნესმენმა და მოხსნას? ამაშია მთელი პრობლემა, შესაბამისად გუნდიც ასეა დაკომპლექტებული, ქვეყნის სამსახურში კი არ არიან, არიან ბიძინას სამსახურში და თავსაც მას აწონებენ და არა ხალხს, რომ არ გაუჯავრდეს და არ დატოვოს უმუშევარი.
6. გამოგრჩა და მეც გამოვტოვებ.
7. ოცნება თუ სახლში გაუშვებს დეპუტაციის და მინისტრების დიდ ნაწილს, მათ შორის თეა წულუკიანს, ოცნებისგან აღარავინ დარჩება. შესაბამისად ეს ნიშნავს ოცნების დამთავრებას, ამიტომ ეს ორნაირად შეიძლება გავიგოთ. ა) გადადგეს ეს მთავრობა ბ) ბიძინამ ახალი ოცნება გააკეთოს... (საკითხავია რამდენად ექნება ამომრჩეველთა ნდობა) ასე რომ ოცნებამ კი არ უნდა გაუშვას ან გამოუშვას ვინმე, პირდაპირ დაწერე "ბიძინამ"
8. არ ვიცი, იმდენია სისხლის სამართლის საქმეში მისაცემი, ღარიბაშვილი ალბათ ათეულშიც არ შევა, გინდა ძველი მთავრობიდან და გინდა ახლიდან. საერთოდ მე ვფიქრობ რომ ქვეყანას თუ გვინდა რამე ეშველოს, დამოუკიდებლობის პირველი დღიდან უნდა დაიწყოს გამოძიება და თუკი დაჭერით მაინც ვერ დაიჭერენ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, თავის სახელი მაინც უნდა დაერქვას ყველაფერს. ხომ არ შეიძლება გამსახურდიაც და იოსელიანიც პანთეონში იწვნენ? ორივემ თუ არა, ერთერთმა მაინც ხომ დააშავა ქვეყნის წინაშე, ეს ვერ გაგვიგია ჯერ. ასე რომ თუკი ნორმალური ქვეყანა გვინდა იმისთვის რომ ქვეყნის უბედურების რებუსი ამოვხსნათ, ბოლოდან კი არ უნდა დავიწყოთ, სულ სულ სულ თავიდან...
9. ეგ ისედაც ასე მოხდება, არ სჭირდება ამას გვერდით დაყენება. ყველანაირი გათვლებით მოვა კოალიციური მთავრობა, სადაც რა თქმა უნდა ოცნებაც აიღებს თავის წილ ხმებს და მოუწევს ქვეყნის მართველობაში ჩართვა, მაგრამ პროცენტებიდან გამომდინარე რაღაც კონკრეტული მიმართულებების ჩაბარება და არა ასე განუზომელი ძალაუფლებით, როგორიცაა და იყო ქვეყანაში ყველა დროის ხელისუფლება. ასე რომ მე მრავალპარტიული პარლამენტის და მრავალპარტიული მთავრობის კაბინეტის მომხრე ვარ, ყველაფერი ვცადეთ და ახლა ესაც ვცადოთ, იქნებ ერთმანეთისთვის იყვნენ შემაკავებელი ბერკეტები და აკონტროლონ ერთმანეთი.... აკრიტიკონ კიდეც. მაგალითად განათლების მინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ა.შ.
10. ივანიშვილი პრემიერად არ დაბრუნდება, რადგანაც იდეალური პოზიცია აქვს ნაპოვნი, წელიწადში ერთხელ მთელ დაგროვილ განავალს ერთ კაცზე კიდებს და აგდებს. თავისი პრემიერობის შემთხვევაში ეს ღარიბაშვილ, ბახტაძე, კვირიკაშვილ, გახარიათი მოწმენდილი "გავნო" პირდაპირ მის სახეზე აღმოჩნდება და მერე მას მოუწევს პასუხის გაცემა, რაც მას რა თქმა უნდა არ აწყობს! რაც შეეხება ტენდერების მოგების კლანური ტენდენციების აკრძალვას, გამორიცხულია, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ არის ასეთი, მისი ხასიათია, ასეთია მისი ფული, ასეთია მისი ცხოვრება და თან ძალიან რთულია დააძალო მაგალითად რომელიმე პარლამენტარს, ან მინისტრს ან პარტიული ჩინოვნიკს ხელფასის გამო, რომელიც მაქს 4-5 ათასი ლარია, გამოვიდეს და ისეთი რამეები იძახოს ბიძინაზე, როგორსაც ამბობენ... ბევრს არ ჩამოვთვლი: ღმერთკაცი, ღვთისგან გამოგზავნილი კაცი, ქვეყნის მესია, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ბორის პაიჭაძე, კულა გლდანელი და ა.შ. ასე რომ წყალს თუ არ ჩაუსხავს ბიძინა სესიაშვილს ბასეინში, მარტო ჯამაგირზე ასეც ვერ გაიწყვიტავენ შუბლზე ძარღვს...
11. სამწუხაროდ ეკლესიას ვერც ერთი მთავრობა ვერაფერს მოუხერხებს, იმდენად დიდი გავლენა, ავტორიტეტი და ძალაუფლება აქვთ მასებში. პირიქით, ნებისმიერი მთავრობა შეუძლია შეიწირონ, არც გახარიაა აღმაშენებელი და არც ბიძინა ჭყონდიდელი... ყველაფერთან ერთად არც შუა საუკუნეებია რომ ქუსლები დააჭრა და წვერები გაპარსო შავკაბოსნებს.
5.
--------------------
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare
|