იტალიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის ეპიდემიის12.06.2020 / 15:53აა
იტალიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით ლომბარდიის პროკურორმა დაკითხა.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში, „ინფორმირებული პირის“ სტატუსით დაკითხეს.
პრემიერ-მინისტრმა კონტემ დაკითხვამდე განაცხადა, რომ ისაუბრებდა ყველაფერზე, რაც იცოდა.
„მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა - ვუპასუხოთ მათ,“- განაცხადა კონტემ.
სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურაში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების უამრავი საჩივარი შევიდა. მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად რეგიონის ორ ქალაქში, ალზანოსა და ნემბროში, საკარანტინო რეჟიმის დაგვიანებით დაწესებაში ადანაშაულებენ.
ფრიად საგულისხმო და საინტერესო ინფორმაციაა:
<<საკარანტინო რეჟიმის დაგვიანებით დაწესებაში ადანაშაულებენ.>>
ასევე საკარანტინო რეჟიმის ნაადრევად მოხსნაზეც შეიძლება კითხვები გაუჩნდეს ხოლმე საზოგადოებას
მაგრამ ეს ყველაფერი პასუხისმგებლიან შემდგარ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება მხოლოდ
This post has been edited by kardinali100 on 12 Jun 2020, 16:47