მოდი, ერთ ამბავს მოგიყვები...
2002-2003 წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას სარსი მოედო....
ე.წ. ატიპური პნევმონია, რომლის სიკვდილიანობაც გაცილებით, ჯერადად მაღალი იყო ვინმე დღევანდელი კოვიდისა....
სიტუაცია უმწვავესი იყო, ადვილგადამდები დაავადება მუსრდავდა ხალხს და არავითარი წამალი და ვაქცინა არ არსებობდა....
და მაშინ იტალიელი ექიმის კარლო ურბანის მიერ შემუშავებული იქნა სპეციალური ანტიეპიდემიური ღონისძიებები, რომლის გამოყენებაც დაიწყეს ს/აღ აზიის ქვეყნების მთავრობებმა.
ეპიდემია მილევისაკენ წავიდა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა, საერთოდ !
ახსოვდათ რა, მაშინდელი გამოცდილება დღეს იმ ქვეყნებმა მსწრაფლ ჩართეს ის მეთოდიკა რაც მაშინ გამოიყენეს და შედეგები აქვთ საუკეთესო, თითქმის სუყველა მათგანი განულებულია ინფიცირებულთა რაოდენობით. სიკვდილიანობა კი მინიმალური ჰქონდათ...
მაგალითად, ჩემი მეგობარი ტაივანში ცხოვრობს და მან მითხრა, ჩვენთან არც კი დასჭირვებია მთავრობას თქმა, ახსოვდათ რა სარსი და იმდროინდელი საშინელებები, ხალხმა ეგრევე დიდიან-პატარიანად პირბადეები აიფარა სუყველამო... შეგახსენებთ - ტაივანი დღეს კოვიდ-ფრი ზონაა.....
ეხლა იმას გეტყვი რა არის იმ კარლო ურბანისეული მეთოდის მთავარი ამოსავალი წერტილი - ყველანი დიდიან პატარიანად ისე ვიქცევით, თითქოს ყველანი დაინფიცირებულნი ვართ და პირბადის ტარებით მინიმუმამდე ვამცირებთ ჩვენს მიერ ვირუსების გამოფრქვევას სასუნთქი ორგანოებიდან....
გაამართლა ამ მეთოდმა და მერე როგორ, მოაშთო კი არა საერთოდ გააქრო სარსი... საერთოდ გააქრო !
მოკლედ:
ტაილანდს, კამბოჯას, ჰონგ-კონგს, ტაივანს, ვიეტნამს შესანიშნავი გამოცდილებები აქვთ ამ ტიპის ეპიდემიასთან ბრძოლის....
2002-2003 წლებში მათ ზუსტად უმკაცრესი ჩაკარანტინებით და შემდგომ ეპიდემიიდან გამოსვლის პერიოდში ტოტალური "ნიღბიზაციით" მოგუდეს სარსი....
და დღეს ზუსტად იგივე გაიმეორეს....
აი, ამიტომაა, რომ ვყვირივარ, ესე როგორც ჩვენ ვაკეთებთ, ვერ გამოვალთ ეპიდემიიდან, საჭიროა ნიღბების სავალდებულო ტარების წესის დანერგვა მინიმუმ ერთი-ორი თვით და ამასთან სხვა ანტიეპიდემიური ღონისძიებების გატარებაც.
ასე რომ, მონ ამი, არავითარი პანიკა, მე ვცდილობ, დავანახო ადამიანებს, რომ არსებობს გზა ვირუსის სრული და აბსოლუტური დამარცხებისა !
.
სამყაროს აქვს ამის გამოცდილება...
ზემოთ ვახსენე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გმირი იტალიელი ექიმი-ეპიდემიოლოგი კარლო ურბანი..
ეს სწორედ მან და მის მიერ შემოშავებულმა სპეციალურმა საკარანტინო ღონისძიებებმა იხსნა მსოფლიო 2002-2003 წლებში სარსის კატასტროფული განვითარებისაგან.
კარლო ურბანი მუდმივად ეპიდემიის ეპიცენტრში იყო და მის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე რეკომენდაციებს აძლევდა მთავრობებს სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში,,,
იქაც იგივე შიშები ჰქონდათ, არიქადა, კარანტინები რომ დავაწესოთ, ეკონომიკს რა ეშველებაო, მაგრამ ბოლო-ბოლო დოქტორი ურბანის სქემებით იმოქმედეს და სარსი საერთოდ გადაშენდა...
თავად კარლო ურბანი კი ვერ გადაურჩა სარსს, ის დაავადდა და 46 წლის ასაკში ბანკოგის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, ავადმყოფობის მთელი ხნის მანძილზე, სანამ გონზე იყო, ის ჩანაწერებს აკეთებდა, თავის სუბიექტურ შეგრძნებებსა და ავდმყოფობის სიმპოტომებს აღწერდა....
და აი, პარადოქსი, 2020-ში იტალიამ, მისმა მთავრობამ, არც კი გაიხსენა თავის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი შვილი და მის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სქემები....
და მიიღო ის, რაც მიიღეს...
სამხრეთ აღმოსავლეთ აზია კი დღემდე უდიდეს პატივს მიაგებს კარლო ურბანის ხსოვნას და დღესაც მისი რეკომენდაციების გატარებით გადაირჩინეს თავები.
This post has been edited by chombe on 12 Jun 2020, 22:36