ვერ გაიგო და ვერ გაიგებს ხალხი
რომ თუნდაც ''ბინძური და უვარგისი პირსაკრავით'' იცავს გარშემომყოფებს
რაც ნიშნავს მისივე დაცულობასაც, თუ სხვებიც იგივეს იზამენ
და რომ ''იცავს'' არის რელატიური
და ნიშნავს შემცირებას დაავადების შესაძლებლობის...
შეიძლება ვიღაც 100%–ით იცავდეს ყველაფერს და დაავადდეს
და შეიძლება ვიღაც 1%–ით და იმ 1%–მა გადაარჩინოს მისი ოჯახის უფროსი წევრები
ამიტომ და არა მარტო ამიტომ
ვფიქრობ და ვფიქრობდი, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს
როცა ინდივიდს ან მასას სურს სიკვდილი ან მინიმუმ რისკი სიკვდილისა
რაც უნდა ის აკეთონ და როგორც უნდა...ისედაც ასე იქნება
სიტყვაზე შიდსით რომ იყოს 50% ჰო ვერ გამოვკეტავთ ემანდ სექსი არ იქონიოთო სხვა არ დააავადოთო
ისე აქაც
უნდათ და იყონ ისე როგორც უნდათ...
რაც შეეხება უმცირესობას რომელსაც ''არ უნდა''
ვთავაზობ გადასახლდეს გამოქვაბულში...ჩემს თავსაც
არ გინდათ სოციალური გარემო დემოსი და ა.შ. ადექი და განერიდე
თუ არა და...თურმე გინდა რაღაც მხრივ
როგორც გამრისკავს უნდა ქვეცნობიერში სიკვდილი
ისე ამათაც უნდათ ეგეც და ისიც ''აი ხის ტოტს რომ იჭრიდი სადაც იჯექი ჰო ჩამოვარდი''
ჰოდა მოხდეს რაც მოსახდენია
პირადად ჩემზე ვიტყვი, რომ 99%–ით დავიცავ, რომ სხვას არ გადაედოს ჩემგან
და თუნდაც ''არ იცავდეს'' მაინც დავიცავ, რადგან არავინ იცის იცავს თუ არა რეალურად
მე მიღირს ეგ შეწუხება იმად, რომ მორალურად გამართლებული ჩავთვალო ჩემი თავი
მე რაც შემეძლო გავაკეთე–თქო...
This post has been edited by გინეკოლოგი on 11 Jun 2020, 14:41