მსოფლიოში არ ვიცი, მაგრამ საქართველოში გონიათ რომ ეს კოვიდ 19-ი აღარ არის, რომ დამარცხდა და ყველაფერი კარგადაა.
გონიათ რო განკურნებულები არიან, გონიათ რომ ქალაქები აღარ ჩაიკეტება, გონიათ რომ სახლებში აღარ დასვამენ, "ძალით" აბა ის ნებაყოფლობითი არ იყო წინაზე.
და მაგიტომ დარბიან პირბადის გარეშე წინ და უკან, არც მაღაზიებში, არც ტრანსპორტში.
პირბადის არ გაკეთებისთვის იმიზეზებენ ათას მიზეზს, აუ ჰაერი არ მაქვს, აუ ვერ ვატარებ, აუ ისა აუ ესა.
ხოდა მოი თქვენ შემოგევლეთ, თქვენ გენაცვალეთ რა, რო იფეთქებს კიდე და ნურავის გონია რო არ იფეთქებს, ალბათობა არის მაგისი, ქალაქი რო ჩაიკეტება და კიდევ ერთხელ რომ გაიძულებენ სახლებში ჩაკეტვას, თქვენი კრინტი არ იყოს რა, წრუწუნას დონეზეც კი რა. დაჯექით სახლებში და გუნებაში იმეორეთ შემდეგი: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო."
არ მიზდევ რჩევებსა და რეგულაციებს, ფეხებზე გკიდია დისტანციას არ იცავ, პირბადე არ გიკეთია. აბა რა ჩემი დიმპიტაური მოხდება? კიდე იფეთქებს კიდევაც და წავა მერე ცრემლების ღვრა და გინებები.
ვიმგზავრე გუშინ საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მთლიან "მარშრუტკაში" 3 ადამიანს ეკეთა პირბადე. ვიმგზავრე ქალაქის "მარშრუტკით" 5-6 კაცს ეკეთა პირბადე. არა თქვენ შემოგევლეთ, საქართველოში არ იფეთქებს არაფრის მეორე ტალღა ტოო, ღვთისგან არჩეული ერი ვართ ტო, ტე შტო მარიამ იესოს დედის წილხვედრი ვართ ტოო, ხოდა რო იფეთქებს მაგათთან მიდით ანთებული სანთლებით განკურნებისთვის.
პე ეს
ის "ფაბრიკის კლასტერი" თუ რაც არის, ღლაპები რო კაი მსუყე რიგში იდგნენ, ლამის ერთმანეთს გაოფლილ იღლიაში რო ქონდათ შედებული თავები, დასალევად რო შედიოდნენ, აქაოდა ამხელა გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, ეხლა დროა ავღნიშნოთ, წარმატებული გამოცდაო, თემაც იყო აქ გახსნილი, ისინიც კაი დაქნეულები არიან, შე კაი დედმამიშვილო, ქვეყანაში ეპიდემიაა რა დალევა, რა ძიგძიგი

მობრუნდება და ეგენი დაიწყებენ მერე ბღავილს და "აქალ შემიწლია საქშიიი, ტლაკის კნევა მინძააა და ასე შემდეგ".