ჭეშმარიტია ქოცის გულუბრყვილობა რომლის სიცარიელე სამყაროს შავი მატერიის მსგავსად გამოუცნობია

დაგეხმარო?
ნება მიბოძეთ აგიხსნათ რაში მდგომარეობს თქვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომა: ეს არის მოვლენათ ანალიზი კონკრეტული დრო სივცით კონტექსტში და არა მომავლის პერსპექტივით. უფრო სწორედ რომ გითხრათ ქოცის ფუნდამენტური ატრიბუციის შეცდომა გავს ილიას გინებას რომელიც აზნაურს ბანკიდან კრედიტის გადახდას თხოვდა, ან არადა მიწას წაართმევდა. მისთვის ილია მევახშე იყო, ქართველთ-მოძულა ფარსი რომელიც სიამოვნებით იჯერებდა სოც-დეკების ფარსებს რომ ილია გლეხებს წყალს არ აძლევდაო. მაგრამ ქოცი უკვე კარგად გადამუშავებულ დროში შემოწმებულ შეფასებას ეცნობა და მისთვის ილია დიდია, მაგრამ დაახლოებით იგივე გამოწვევები რომელიც მისი თანამედროვეა იგივე შეცდომით ხსნის როგორც ერთ დროს ვინმე აზნაურს.
7 ნოემბრის საქმე უპირობოდ ცალსახად მხოლოდ ერთი დამნაშავედ რომ გამოსახეთ ამ ფაქტებს რა უყოთ?
ანუ ის რომ რიგ რიგობით პატაკობდნენ მაშინდელი ოპოები როგორ მოიქცნენ ის არ გვინდა ხო გავიხსენოთ?
ხომ არ გავიწყდებათ პროტესტი რამ გამოიწვია? შემთხვევით ეგ პროტესტი ოქრუაშვილის ზღაპარ-მითებს ხომ არ მოყვა? მეორე დღეს რომ თქვა მოვიტყუეო, კაი არ დავიჯერეთ, მაგრამ ეხლაც იგივე არ გაიმეორა? თუ თქვენ ოქრუაშვილზე უფრო ოქრუაშვილები ხართ და იცით მაგან რა თქვა?!
იმედის ტელევიზია არ ემსახურებოდა საპროტესტო მუხტის დაძაბვას? ხოდა მოდი გავიხსენოთ რას აპროტესტებდით? ლარის კურსი 1.56 ეკონომიკის ზრდა 14% (!!!) ერთად ერთი რაც საპატიო იყო იმ პროტესტში ეს იყო გირგვლიანის და რობაქიძის საქმე, მარტო ეს საპატიო მიზეზი და მორჩა! ხოდა ნოემბრის აქციები გირგვლიანს ეძღვნებოდა?
ეხლა კი მოდი დაგეხმარებით მოვლენის გააზრებაში, იმიტომ რომ ისტორია ფაქტების ისტორიული კონტექსტით და შედეგებით აფასებს, ხოდა როგორც კი გაეცნობა მომავლის ისტორიკოსი ჩანაწერებს მისთვის ცხადი გახდება რომ ეს იყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის, უფრო ზუსტად კი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად რომ ჩაწვდება პროცესებს ნოემბრის აქციებს ისევე როგორც მაისის აქციებს ერთ მძივში აასხავს და რუსულ კვალს დაინახავს.
ეხლა კი გავიხილოთ კონტექსტი: 2006 წლის 21 სექტემბერს_ ,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე" ; IPAP-დან ასპირანტ ფორმატზე გადასვლა, საქართველომ აქტიური საგარეო პოლიტიკით რუსეთი აიძულა ბაზების გაყვანის საკითხი დაესრულებინა, საქართველომ კოდორის კრიზისი გადაწყვიტა, საქართველომ გამოვლინა რუსი ჯაშუშები და საჯაროდ მოახდინა ქვეყნიდან გაძევება.
ნოემბრის აქციები: საქარველოს ხუთი წუთი უკლია ნატოს მაპის პროგრამამდე საჭიროა ხელისუფლების დამხობა
2008 წ. თებერვალი კოსოვოს პრეცენდენტი და პუტინის კონკრეტული მუქარა მსოფლიოს რომ იგივე ფაქტი შესაძლოა განმეორდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
2008 წ. აპრილის ბუქარესტის სამიტი საქართველოს უარს ეუბნება გერმანია და საფრანგეთი მაპის პროგრამაზე ნოემბრის აქციების შედეგების გამო, დემოკრატია დაგვიწუნეს
2008 წ. 30 მაისიდან აგვისტოს 2 მდე რუსეთი ატარებს ორ თვიან წრთვნებს კავკაზ 2008 სცენარი თბილისის აღება
2008 წ. მაისი და ივნისის აქციები რომლის დროს არაფერი არ შედგა და ყველაფერი დაცხრა
2008წ. 7 აგვისტო რუსეთ საქართველოს ომი__მიზეზი ნატოში ინტეგრაციის პროცესი, და მომავალ წელს მერკელს და სარკოზს იმედში რატომ შეხვედითო, ამიტომ ან ეხლა ან არასდროს
აგვისტოს ომი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გარუკვეველი მომავლით დამუხრუჭება
აგვისტოს ომის შედეგები: სააკაშვილი ისევ ხელისუფლებაშია, რუსეთი შედეგებით მაინც კმაყოფილია პროგრამა მინიმუმი შეასრულა, პროგრამა მაქსიმუმს თავაზობს ნინო ბურჯანაძე, მას არ აქვს დიდი მხარდაჭერა, თუმცა თუ რაიმე გამოუვათ გრუს ჯარი მზადაა
26 მაისის შედეგი რუსეთი კმაყოფილია ხელისფლების დემონიზაცია კიდევ უფრო გაზრდილია მაგრამ აცნობიერებს რომ დასაყრდენი საერთოდ არ აქვს
2011 წ. რუსეთი იწყებს მეორე ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გამოყენებას, აძლევენ ფინანსურ გარანტიებს, ქონების გაყიდვის პირობებს, და რაც რჩება რუსეთში ქონება ისიც მაღალ ინსტიტუციურ დონეზეა დაცული
რუსეთის სპეცსამსახურები და რუსი ოლიგარქები აფინანსებენ ადგილობრივ შულავერის კომიტეტებს და ისინი ყიდულობენ ციხის კადრებს. (ვანოს ინტერვიუმ მე დამაეჭვა რომ ისიც გარეული იყო ამ საქმეში იმიტომ რომ შსს- მაღალჩინოსნები გმირ ბედუკაძესთან ერთად სანამ ვიდეოები დაიდებოდა მანამდე გაიქცნენ)
ოპერაცია ოლიგარქი 2 წარმატებით სრულდება საქართველოს ხელისფლებაში მოდის ქ.ოცნება
აი სწორედ ეს მაკრო სურათი ჩანს, რომელსაც დაინახავს მომავლის ისტორიკოსი, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ, თქვენ მხოლოდ კონკრეტულ ცვლადებით ოპერირებთ: სააკაშვილის დედას შ-ცი დამაჯარიმეს, წამართვეს, მეზობელი დაიჭირეს და ა.შ.
* * *
Saturnჯერ ერთი პატივცემულო წაკითხვა ნებაყოფლობითია (თუმცა სავალდებულო) და თუ არ წაიკითხავს ვინმე მე არ დამაკლდება არაფერი, მეორეც თუ ვინმეს საწინააღმდეგო სიმართლე აქვს კამათისთვის მზად ვარ, აქ სწორედ მაგისთვის შემოვდივართ, მესამეც რაც დავწერე მაგის ახსნა შემიძლია და თუ არ წაგიკითხავს ზემორე პოსტი, გთხოვ წაიკითხო, თუ ცხადია პატიცემული მოდერი ისეთივე პრიმიტიული ილეთით არ დაიცავს თავს რომ რაც არ სიამოვნებს არ ეცნობა

7 ნოემბრის და 26 მაისის აქციების 20 ივნისის აქციების გვერდზე დაყენება არის პრინციპულად არასწორი და რატომაცაა არასწორი განვმარტე, ქოცების ამაზრზენი ტყუილი კი იმაში კი არ მდგომარეობს რომ 20 ივნისის აქცია იგივე 7 ნოემბერიაო, არამედ ამათი ტყუილი ბედავს იმის მტკიცებასაც რომ 20 ივნისის აქცია პირიქით სახელმწიფოს ვალდებულებაა იმიტო რომ გადატრიალება თავიდან აგვაცილაო(სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა კი სწორედ ნოემბრის და მაისის აქციებია) ანუ ამას პირიქით ხალხს აბრალებენ ხვდებით?! არადა ყველაფერი პირიქითაა 20 ივნისის დარბევა არის უპრეცენდენტო საქართველოს ისტორიაში იმიტომ რომ გავაპროტესტეთ არა ვინმე პოლიტიკოსის დავალებით ან მხარდაჭერით, არამედ თავზე დაჯმის შეუტაცხყოფის, დაქაქოლდების მცდელობის გამო.
დავიჯერო ეს ლოგიკა ვერ ამოიკითხეთ ჩემს პოსტში? __დიახ ვერ ამოიკითხეთ იმიტომ რომ დაფიქრება არც გიცდიათ, იმიტომ რომ რაც თქვენს გონების ჰიგიენას არღევს იქ დაეჭვბა უხერხულია, უსიამოვნოა, მე მესმის თქვენი, მაგრამა რ თანაგიგრძნობთ
This post has been edited by mepar on 10 Jun 2020, 21:28