#56411269 · 12 Jun 2020, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Adam_Beyer
| QUOTE | ქალი ადგადა წამოვიდა სამსახურიდან რო არ მიუტანა! |
თავისი ნებით დაწერა განცხადება და წამოვიდა? თუ ასეა, მიუქარია, დამსაქმებლის ინიციატივით უნდა წამოსულიყო და ორი თვის ხელფასის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდებოდა. არ მიცემდა დამსაქმებელი ამ კომპენსაციას და მაშინ სასამართლო, თანაც ამ კატეგორიის საქმეებზე ბაჟიც არ არის გადასახდელი და 90% და მეტიც საქმეების დასაქმებულთა სასარგებლოდ წყდება კომპენსაციების გაცემის დავალდებულების მხრივ. რადგან ობიექტის ლიკვიდაცია არ მოხდა და მან ივნისში განაახლა ფუნქციონირება, ამ კომპენსაციის მიღება სავსებით რეალურიც იქნებოდა. მოკლედ, სანამ წამოვიდოდა, უნდა ეკითხა ვინმე იურისტისთვის ამის თაობაზე და ის დააკვალიანებდა.
This post has been edited by kodeqsi on 12 Jun 2020, 03:25
|