COVID-19 -მა დაარტყა: პირველ რიგში ეკონომიკას, მის სტაბილურობას...ყველამ იცით, რომ არსებული სოციალური სიტუაცია დამძიმდა: ფასთამატება პროდუქტებზე, უამრავი სამსახურიდან დათხოვილი ადამიანი... სერიოზულად გაიზარდა უკმაყოფილება მასებში და ვდგავართ რბილად რომ ვთქვათ სოციალური არასტაბილურობის საფრთხის წინაშე, კიარადა უკვე საფრთხეში ვართ. მძიმე მატერიალური ფონის გამო იზრდება სოციუმის პროტესტი და შესაბამისად იქნება კრიმინალური ქეისების ძალიან დიდი შლეიფი... რათქმაუნდა, რომ ''ცუდი ბიჭები'' კბილებს ილესავენ, რომ ოჯახებში და საახლობლოში შეიტან ის, რასაც ქვია ''პური ჩვენი არსობისა''.
მე, მახსოვს 90-ბში ხალხს მობილურებსაც ართმევდნენ ხოლმე...ძალიან ბევრი გოგო, ტროტუარზე ოქროს ცეფით უთრევიათ და მოუგლეჯიათ და ძალიან ბევრი იყო რიგით, საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეებზე თავდასხმები...
მე მეგონა, რომ ჩვენი ქვეყნის ეგრედ წოდებული ''მმართველი ელიტა'' გააკონტროლებდა კრიმინალის თემას, როგორც ჩანს არა: კრიმინალი ცხოვრობდა და ცხოვრობს თავის ჩუმი, მიწისქვეშა და ორგანიზებული ცხოვრებით... ცუდია, რომ მსგავსი ტენდენციები დაიწყო.
გამოდის სიტუაცია უმართავია...
იმედია ისე არ გახდება საქმე, რომ სადმე პურის საყიდლად ან კომუნალურების გადასახდელად ბანკომატთან მისულ ადამიანს ვინმემ ''დაუსატკაოს'' და გასტაცოს პატიოსანი შრომით ნაშოვნი სიკეთე..
პ.ს. ამ განყოფილების ის თემა გამახსენდა ''შუა პავლოვზე რომ მანქანა დაულეწეს ბიჭს''
This post has been edited by magistra_vitae on 12 Jun 2020, 19:19
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿