#56416812 · 13 Jun 2020, 11:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და რა გახდა ამ პირბადის და მით უმეტეს თუ საზკვებას ეხება -ხელთათმანების ტარება? სერიოზულად, ვერ ვხვდები, რატომ ისტრესებით ასე, შეხედეთ ამას პირადი ჰიგიენის კუთხიდან. მე მაგრა მსიამოვნებს, როდესაც გამყიდველი ერთჯერადი ხელთათმანით მაწვდის პროდუქციას. რამდენი შედის ტუალეტში, ხელსაც არ იბანს ნორმალურად ან თუ იბანს და... დაიწყეს აგერ ფრანგებმა მასიურად პირბადეების ხმარება, ყველა მაღაზიის შესასვლელ გამოსასვლელში სპირტის ჟელეები დგას უფასო მოხმარებით და ჰოი საოცრებავ, არა თუ კოვიდის კლება წავიდა, კაი ხანია ვინმე გრიპიანი ან დიზბაქტერიოზით არ მინახავს. მიღებული წესი რომ იყო ჩახუტება და ორჯერ სამჯერ გადაკოცნა, ხალხი ერთი მეტრიდან ესაუბრება ერთმანეთს ჩემი ერთადერთი დისკომფორტი ძიუდოს აკრძალვაა და ეს ყველა კონტაქტურ სპორტში იგივეა ალბათ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ასე რომ სჯობს ჰიგიენის წესები მაქსიმალურად დავიცვათ
--------------------
კოხტაია, ხმალი!
|