ჯერ პირველ რიგში ვინც ამბობს ვირუსი არ არსებობსო, აფრენს! ან სხვა საკუთარი ინტერესის გამო ამბობს ტყუილს.
მაგრამ მე სულ სხვა რამეში შევეკამათები ისეთ ხალხს, ვისაც გონიათ, რომ ვირუსი კლავს.
100% ვამბობ, რომ საერთოდ ვერ იგებს უმრავლესობა ვირუსი აქვს, თუ არა. მაგალითად: ტრაილერის მძღოლები დადიან ათასობით კილომეტრს და კორონა აქვთ, თუმცა სანამ ლაბორატორიულად არ დაუდასტურებენ, ვერ ხვდება სიმპტომების არქონის გამო. ძალიან მცირე ნაწილს აქვს უმნიშვნელო სიმპტომი, საავადმყოფოს რომ არ საჭიროებს.
რაც შეეხება მძიმე ფორმას, კორონა ვირუსი მძიმე ფორმით არ არსებობს! აი აქ გატყუებენ ზუსტად! ვიღაც 80-90 წლის ადამიანს 10 მიმდინარე დაავადება რომ აქვს და თან კორონა დაერთვება ზედ, სიკვდილის მიზეზსაც კორონას ჩაწერენ. რეალურად სიბერე და სხვა მიმდინარე დაავადება კლავს და კორონა უბრალოდ დამთხვევაა.
რაც შეეხება გრიპთან გაიგივებას, აქაც არასწორედ იგებს ნაწილი ნათქვამს. ამიტომ განვმარტავ: აქ ხდება შედარება გრიპთან და არა გაიგივება.
სეზონზე გრიპით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, რადგან კორონაზე ძლიერია გრიპი. კორონას შემთხვევაში ხდება სიკვდილის მიზეზის გაყალბება, გრიპის შემთხვევაში ზუსტი აღრიცხვა. მაგალითად 80 წლის ადამიანს შეხვდა გრიპი, თან აქვს სხვა უამრავი მიმდინარე დაავადება და დაიღუპა, ამ შემთხვევაში გრიპს არ ჩაწერენ სიკვდილის მიზეზად, კორონას შემთხვევაში კი ჩაწერენ სიკვდილის მიზეზად კორონას, თუნდაც გულით დაიღუპოს ადამიანი. კონკრეტულად მხოლოდ კორონა არ კლავს ადამიანს და როგორც ავღნიშნე, უმრავლესობა ვერც იგებს აქვს თუ არა ვირუსი.
ეხლა კარანტინის ხალხზე მოგახსენებთ: რაც მეტი ადამიანი ეყოლებათ კარანტინში, აწყობთ, რადგან უამრავი თანხა ირიცხება ჯანმოდან. ის სასტუმროები კი სადაც კარანტინში ათავსებენ ხალხს თქვენი აზრით ვის ეკუთვნის?
კიდევ სხვა უამრავი მიზეზი აქვს მთავრობას, რომ აწყობდეთ კორონას არსებობა, თქვენ კი მათ მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობთ და გიყენებენ ვისაც გჯერათ ყველაფრის, რასაც ტელევიზიით გეუბნებიან. ცხოვრება იმდენად გააძვირეს, მილიონერები გახდნენ ხალხის ხარჯზე!
კორონას წყალობით მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აღატაკებენ, გარკვეულ თაობას აგდებენ განათლების კუთხით! ონლაინ ნასწავლი სკოლის მოსწავლეები როგორ წარმოგიდგენიათ? საერთაშორისო პოლიტიკაშიც მშვენივრად იყენებენ კორონას. ნახავთ ჩინეთს მიჯირყვნილს.
მოკლედ სხვა დეტალებზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. შემოცვივდებიან ეხლა ტროლები და დამესევიან

ისე რომ პოსტავთ პირბადე გიკეთიათ? რა ვიცი თქვენი ფანტაზია უსაზღვროა და იქნებ ინტერნეტიდანაც გადაგედოთ კორონა.