= 16.8 Mbps
პ.ს
მაგთის 20 მგბ//წმ ანუ Mbps მეგაბიტი/წამში და არა Mb/s მეგაბაიტი/წამში
მინიმალური სიჩქარე 4 მგბ/წმ
ფაქტობრივად ხელმისაწვდომი 16 მგბ/წმ
მაქსიმალური სიჩქარე 20 მგბ/წმ
ბ) მინიმალური სიჩქარე – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მინიმალური სიჩქარე, რომლის მიწოდების ვალდებულებასაც იღებს ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი;
გ) მაქსიმალური სიჩქარე – ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე, რომელიც სულ მცირე გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მიიღოს მომხმარებელმა (მაგ: დღეში ერთხელ მაინც);
დ) ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე – მიწოდებული ინტერნეტმომსახურების სიჩქარე, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება დროის უმეტეს წილად ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; მომხმარებლისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ინტერნეტმომსახურების სიჩქარე არ უნდა იყოს ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული მაქსიმალური სიჩქარის 80 პროცენტზე ნაკლები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე არაპიკის საათებში მუდმივად და პიკის საათების 90 პროცენტში ან მთელი დღის 95 პროცენტში. პიკის საათის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში 4 საათზე მეტი;გ) მომხმარებლისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების სიჩქარე არ უნდა იყოს მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი ან ტოლი;
დ) ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა იყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთავაზების რეკლამირებულ სიჩქარეზე ნაკლები.
1. მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას საჩივრით საცალო ინტერნეტმომსახურების შეუსაბამო ხარისხის თაობაზე შემდეგი გარემოებების ცალ-ცალკე ან ერთობლივად დადგომისას:
ა) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მაქსიმალური სიჩქარე;
ბ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე;
გ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან ერთ შემთხვევაში მაინც დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე.
დ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები ჯიტერის მაჩვენებელი;
ე) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაყოვნების მაჩვენებელი;
ვ) მომხმარებლის მიერ ამ წესების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი 24 გაზომვიდან 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა საცალო ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტმომსახურების მიწოდების პირობებში მითითებული ან ნაკლები დაკარგული პაკეტების კოეფიციენტის მაჩვენებელი.
2. მომხმარებლის მიერ კომისიაში წარდგენილ საჩივარს თან უნდა ერთვოდეს განხორციელებული გაზომვების შედეგები, რომლებიც განხორციელებულია საჩივრის კომისიაში წარდგენამდე არაუადრეს 30 დღისა.
3. საჩივრის მიღების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს დამატებითი გაზომვები. კომისიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ დაშვება, როგორც მომხმარებლის ტერმინალურ აპარატურაზე, ასევე ფიქსირებული ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ქსელზე, რათა დაადგინონ, შეესაბამება თუ არა მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრები მომხმარებელთან კანონმდებლობით დადგენილი წესით შეთანხმებულ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების ხარისხის პარამეტრებს.
4. გაზომვები ხორციელდება 24 საათის განმავლობაში მომსახურების მიწოდების ადგილზე შემდეგი პირობების დაცვით:
ა) გაზომვები ხორციელდება კომისიის აპარატურით ქსელის ტერმინაციის წერტილზე სადენიან მიერთებაზე;
ბ) გაზომვების დროს მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა გამორთულია;
გ) გაზომვების რაოდენობა მეტი სიზუსტისა და მოკლევადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით არ უნდა იყოს 24-ზე ნაკლები;
დ) გაზომვები განაწილებული უნდა იყოს დროში.
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/...7?publication=0 This post has been edited by MONTY on 7 Jul 2020, 02:09