შენ წარმოიდგინე და არც სკოჩია და არც ფოლგა.
სხვა "რამეა", ორივეზე ბევრად ძვირი ღირს ეგ წებოვანი ლენტი.
ვინც მიცნობთ, კარგად იცით რომ პოლიტიკოსების ატანა არა მაქვს, ვინც გინდა იყვნენ, ყველას წურბელებად ვთვლი.
ახლა სულ სხვა შეკითხვა მაქვს.
იქნებ მოძებნოთ ის კაცი, ვინც ეგ მიაკრა მაგ ფილებს.
რა არის გაკეთებული ვერ ხვდებით?
მშენებელი ვარ.
ეგ ლენტი იხმარება თერმო-იზოლაციისათვის, მაგითი ერთდება გათბობის და ა.შ. მილების შუშის ბამბის საფარები, ძალიან წებოვანია.
ახლა რა მოხდა?
იმის მაგივრად ჩამოცვენილ ფილებზე თავიდან მიმაგრების შემდეგ რომ გამოეყენებინათ საბრჯენები, იგივე ფორმის თარგი გამოეჭრათ ფანერიდან და ისე გაეჩერებინათ მინიმუმ 5 საათი, მაგითი დაუმაგრებიათ.
არ გაიაროთ მაგ ჭერის ქვეშ, ნამეტანი საშიშია!!!
თუ დამიჯერებთ, თქვენი აჯობებს, თუ არა და იარეთ თავში ფილა დაცემულებმა.