როცა პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში ასეთ განცხადებას აკეთებს, ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, საკადრის პასუხს გასცემდა რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგი გაბუნიასთან დაკავშორებთ კადიროვის განცხადებას გამოეხმაურა.
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს.
"კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება. ეს არის ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ მას რომ დაეგეგმა ეს, კიდეც შეასრულებდა და კიდეც შეუსრულებია. როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პუტინის მთავარი მეკავშირე კავკასიაში და მისი ქვეშევრდომი, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ვგულისხმობ საქართველოს ხელოსუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს, დაიცავდა საკუთარ მოქალაქეს და საკუთარი ქვეყნის ღირსებას.
ეეეჰჰ ბატონო რომან სადა გვყავს ჩვენ ღირსების მქონე სახელმწიფო მმრთველობა....საკადრისი პასუხი კი არა საერთოდ სამ სიტყვას პუტინ-კადიროვ-რუსეთს ვერ ბედავენ განცხადების ტექსტში ჩასვან:
აბა ქოცებო მონიშნეთ კუანა ძიალოგას "განცხადება"ში სამი რამ....კადიროვი ხუილო ღორუსეთი:
16.06.2020 / 20:21აა
სალომე ზურაბიშვილი - მადლობა სუს-ს, რომელმაც შეძლო დროულად აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან
მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.
„ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.
როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.
დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე.
მე, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების, სიცოცხლის დაცვისა და სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის ერთ-ერთი გარანტი, ვამაყობ, რომ ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყვეს ყოველივე ამის ხელშეუხებლობა“ , - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
იგივენი ანუ ხუილო კადიროვი ღორუსეთი მოძებნეთ საგარეოს განცხადებაში:
საგარეო უწყება - მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა - აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აცხადებენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას”, - ნათქვამია კომენტარში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.
პრემია ხო არ დავაწესოთ რომელი ქოცბობოლა ახსენებს პირველი კადიროვს ხუილოს ან ღორუსეთს დაკვეთილ მკვლელობაზე გაკეთებულ განცხადებებში
ეეეჰჰჰ წავაგე რა პროგნოზებში...თვალთხარიამ სამჯერ ხუილო დაგმო ორჯერ კადიროვი ლამის კლედ მოიხსენია:
გიორგი გახარია - ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული
ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიონ და საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა დანაშაული აღიკვეთა.
„ქვეყანაში აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცავი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს მაქსიმალურად სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად, ინფორმაცია ღიად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს. ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევას მოჰყვება უამრავი პოლიტიკური სპეკულირება და პოლიტიკური შლეიფი. გასაგებია, რომ საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური პროცესის ტემპერატურა იწევს, ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო კორპორატიული ინტერესებიდან. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და ასე ხდება. თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს უსწრაფეს დროში და სრულყოფილი ინფორმაცია მოგცეს. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ სხვადასხვა შეფასება. სხვა ყველაფერს, რაც ფართოდ ისმის, პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ, როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და გამოძიება ბოლომდე დასრულებული არაა. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ“, - განაცხადა გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მოძებნეთ?
This post has been edited by kardinali100 on 17 Jun 2020, 13:00