Xaxutaishvili Irma
2 ч. ·
2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, - ვკითხულობთ სტატიაში
მერე სტატიაში მოდის , ვისი ვალი ვგვაქვს, იმისი ამისა, და რატომღაც ნაცებზე მისი ნებით მიყიდულ სააგნეტოს გამორჩა მთავარი, 29 წელი ხო ვაგროვეთ ეგ ვალი, ( სტატიაში გეგონება დღეს აიღეს)
ესეც არ არის აღნიშნული რომ 2019 წელს დაიწყეს ვალის გასტუმრება, მანამდე ყველა ხელისუფლება იღებდა და იღებდა ვალებს

)
( აი ესეთი სააგენტოები გვყავს თუ გვაქვს

)
2020 წლის 31 მაისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 979 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 990 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 767 მილიონ 842 ათასი ლარით მეტია.კერძოდ, 2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 688 მილიონ დოლარს ანუ 18 მილიარდ 222 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 914 მილიონ 270 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 968 მილიონ 115 ათასი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 271 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 30,448 მლნ დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,004 მლნ დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 129,519 მლნ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 582,056 მლნ დოლარი;
ევროგაერთიანება (EU) – 42,313 მლნ დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,146 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 201,687 მლნ დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 805 ათასი დოლარი.
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მაისის მდგომარეობით, 1,195 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,030 მლრდ ლარი; მას მოსდევს რუსეთი - 154,247 მლნ ლარით.
სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
სომხეთი - 21,507 მლნ ლარი;
აზერბაიჯანი - 19,979 მლნ ლარი;
ავსტრია - 59,342 მლნ ლარი;
ჩინეთი - 2,670 მლნ ლარი;
ირანი - 15,232 მლნ ლარი;
იაპონია - 686,110 მლნ ლარი;
ყაზახეთი - 38,836 მლნ ლარი;
კუვეიტი - 27,518 მლნ ლარი;
ნიდერლანდები - 1,848 მლნ ლარი;
თურქეთი - 38,448 მლნ ლარი;
თურქმენეთი - 670 ათასი ლარი;
უკრაინა - 285 ათასი ლარი;
ამერიკა - 55,571 მლნ ლარი;
უზბეკეთი - 312 ათასი ლარი.
ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 588 050 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).
This post has been edited by merooo on 20 Jun 2020, 17:51