მოკლედ 2009-2010 წლებში ქუთაისი იყო - პოსტ-ქურდული კონტრკულტურის ეპოქაში, მაგრამ ჯერ ეს ახალი ტეხნოლოგიები და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტებიც არ იყო მოდაში - ბაღდათის ტყე ერქვა
მაგ ტერიტორიას (ნუ მე ასე ვეძახდი), არც მიშას ჰქონდა თავისი მასტერპლანი დაწყებული, ასე ვთქვათ ზასტოი იდგა..
დაახლოებით ის პერიოდია ბურჭულაძემ რომ პროვინციელ ინტელიგენციას დაუდგა მაიაკოვსკისეული პერფორმანსი და "ქურდებს სალამი, ბოზებს სიკვდილიო" დაიძახა სცენიდან..
მაგ დროს პოპულარული იყო FLEX-ს გაცვლითი პროგრამა, თბილისში არ ვიცი მაგრამ იქ უამრავი ბავშვი იღებდა მონაწილეობას - რამდენიმე ეტაპი ჰქონდა და ბოლოზე თუ გახვიდოდი - მცირე გასაუბრება გექნებოდა ჟიურისთან თუ რაღაც მასეთ ჯგუფთან და ეგ ხალხი წყვეტდა საბოლოოდ წახვიდოდი თუ არა ამერიკაში მთელი 1 წლით.. პრინციპში ჩემს მშობლებს ამერიკაში გაშვება არც უფიქრიათ ჩემი ასაკის გამო,
უფრო გამოცდის პონტში - აინტერესებდათ ჩემი ინგლისურის გაკვეთილებში დაბანდებული ფული - რამდენად ამართლებდა და ზედიზედ ორჯერ მივიღე / მიმაღებინეს მონაწილეობა..
ხოდა ორჯერ გავედი მაგ ბოლო ეტაპზე და საბოლოო გასაუბრებებზეც მომიწია დაჯდომა - ოუენ ვილსონის ობრაზის მქონე ამერიკელთან - ხაკისფერი შარვლით, საროჩკით, თეთრი ბოტასით და
ამერიკელისთვის დამახასიათებელი აღფრთოვანების საოცარი უნარით.. იყო იქ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, მაგრამ ძირითადად მაინც ერთი დამამახსოვრდა იმიტომ რომ აშკარა უკმაყოფილებას ვატყობდი
"კორესპონდენტს" და მე კიდევ აშკარად კმაყოფილი ვიყავი ჩემი მახვილგონივრული პასუხით..
აი წარმოიდგინეო, აგირჩიეთ ახლა შენ და წახვედი ამერიკაშიო.. ახალი ოჯახიო, ახალი სკოლაო, კლასელებიო, გარემოო და ვთქვათ იქაურმა ბავშვებმა დაბულინგება დაგიწყესო.. აქცენტზე დაგიწყეს დაცინვა
ან "shit hole" ქვეყნიდან რომ ხარ მაგაზეო ან ნებისმიერ თემაზეო - რას იზამო.. მეც არ დავიბენი და მეთქი ხმას არ გავცემ, წყნარად ვიჯდები, კონტაქტში არ შევალ, ჩხუბს არ დავიწყებ, მეორე ლოყას შევუშვერ - ოღონდ ამერიკაში გამიშვით და კლეზე მკიდია ყველაფერი, პრობლემებს არ შეგიქმნით და არ შეგარცხვენთთქო.. კონფორმიზმის / კოლაბორაციონიზმის ყველა ლეველი მოვხსენი - ველოდები ამ კაცს სახე გაუნათდება, ტაშს დამიკრავს, ეს ყოფილა ვინც ყოფილა - ნამდვილი ქრისტიანული იდეოლოგიის მატარებელი და ა.შ, მაგრამ აშკარად არ ესიამოვნა და რაღაც ჩაინიშნა მკაცრივე სახით თავის ფურცელში..
პრინციპში მეორე გასვლაზეც იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ წინაზე სწორად ვუპასუხე - ზუსტად იგივე პასუხი გავეცი მსგავს კითხვას და იმ შემთხვევაშიც ვერ დავიმსახურე დიდი აღფრთოვანება..
კაი დიდი ხნის შემდეგ მივხვდი რა პასუხს ელოდა ის პატიოსანი კაცი ჩემგან და რატომ არ იყო ნასიამოვნები ჩემივე შეთავაზებული "ქრისტიანული მორალით"..

რომ შევაჯამოთ - გენიალურადაა ფილმ "სათამაშოში" გადმოტანილი მოძალადის და მისი მსხვერპლის სახეები ეი რომელი უფრო საზიზღარი და ამაზრზენია, ის ვინც ძალადობს თუ ის ვინც ამას იტანს ან ითმენს.
საზოგადოების მსოფლმხედველობა - სადაც ძალადობის და მოთმენის დიქოტომია უალტერნატივოა, სწორედაც რომ მშობელია უღმერთო სისტემების, დანით აჩეხვების, ქურდთან ასვლების, არმატურით
მორბენალი ბემვეების და სხვა იმ საზიზღრობების რომელიც ჩვენს გარშემო ხდება..
და მართლაც რა შავდება იმით რომ კი არ მოითმინო, არამედ აიღო ტელეფონი და სადღაც დარეკო, უფროსებთან ხმა მიიტანო, შველა ითხოვო ელემენტარული და ამით არამარტო შენი თავი დაიცვა, არამედ
მოძალადეს მისცე შანსი გამოსწორდეს და მცირე დასჯის თუ რაც იქნება, იმის "საფასურად" - უკვე ზრდასრულობაში წესიერ და პატიოსან მოქალაქედ ჩამოყალიბდეს..
სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაირღვა ეს სივრცე - საზოგადოებამ მაინც ვერ მოიშორა ეს რაღაც მახინჯი კომპლექსები და "ბოზის იარლიყი" ჯერ კიდევ საკრალურია..
იმის მიუხედავად რომ მაკდონალდსი და კოკა-კოლა ყველა კუთხეში იყიდება, ფასტფუდი და აიფონი ავითვისეთ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იხსნება ქალაქ ქუთაისში და ა .შ და ა.შ - რაც ნამდვილი დასავლეთია იქ ჯერ კიდევ "სელექციური ვესტერნიზაციის" სტადიაში ვართ....
ხოდა იმიტომაც არ შემიშვეს მე ამერიკაში და დანარჩენი საქართველო კიდევ - ნატო / ევროკავშირში
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი