პიარის მამა

2018 წლის თებერვალში თბილისის მერიაში შეიქმნა ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”. სააგენტომ გააერთიანა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები.
კომუნიკაციების სააგენტოს დასაფინანსებლად დაარსებიდან დღემდე 2018-2020 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან 11,463,800 ლარი გამოიყო. სააგენტოში დასაქმებული პირების შრომის ასანაზღაურებლად 1,700,452 ლარი დაიხარჯა. სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე ჯოჯუამ 2018 წელს შრომის ანაზღაურების სახით 63,000 ლარი მიიღო, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია თბილისის მერის ხელფასზე, რომელმაც წლის მანძილზე შრომის ანაზღაურების სახით 38,160 ლარი მიიღო.
თბილისის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოს დასაფინანსებლად თანხები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04 ) გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს გამოიყო - 2,717,500 ლარი, 2019 წელს 4,078,600 ლარი, 2020 წელს კი 4,667,700 ლარი.
2018-2020 წლებში კომუნიკაციის სააგენტოსათვისათვის უფრო მეტი თანხა გამოიყო ვიდრე შემდეგი პროგრამებისთვის
წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება რაიონებში 1,928,700
თბილისის განვითარების კვლევები, სტრატეგიები და პროექტები - 422,300
თბილისში შემომყვანი ტურიზმის მხარდაჭერა -1,396,200
ქალაქის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზაცია - 857,400
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავება - 4,287,800
ბიზნესის სტიმულირება - 2,411,300 ლარი
უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით თბილისის მერიის ბიუჯეტიდნ გამოყოფილი თანხები მზარდი ტენდენცია არსებობდა კომუნიკაციის სააგენტოს დაარსებამდეც, თუმცა სააგენტოს დაარსების შემდგომ დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. 2018 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები თითქმის გასამმაგდა (გამოიყო 1,789,900 ლარით მეტი ვიდრე 2017 წელს).
.
წყარო
1) ბიუჯეტი -
http://tbilisi.gov.ge/page/433) დეკლარაცია -
https://bit.ly/38Ibe3J4) დეკლარაცია -
https://bit.ly/38GO25Ghttps://www.facebook.com/1886767171598724/p...95986717343429/