წინა თემის ლინკი
გაუჩინარებული ფეხბურთელიმომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საინტერესო სტატიაა თავისუფლებაზე
https://www.radiotavisupleba.ge/a/30686554.htmlბოლო ინფოა 17 მონაწილის დაკავება
https://imedinews.ge/ge/samartali/150330/gi...amiani-daakaves„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. ამ საკითხზე განცხადება შსს-ში დღის ბოლომდე გაკეთდება.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებმა მცხეთის განყოფილებიდან უკვე გლდანის პოლიციის სამმართველოში გადაინაცვლა. საქმის მთავარი ფიგურანტები წუხელ განყოფილებაში იმყოფებოდნენ, მათ შორის, სპორტსმენები და ოქროს მოწმე - გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.
„მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის თქმით, კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და სამქეს ნათელი მოეფინოს.
„როგორც წინა შემთხვევებში, მომავალშიც მზად ვართ, ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.
19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, გუშინ დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
მეცნობოდა ძალიან და გუშინ გავიგე, რომ ჩემი უბნელი ყოფილა
შს მინისტრის მოადგილის ბრიფინგი
https://imedinews.ge/ge/samartali/150400/sh...ukanono-agkvetaფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
„კერძოდ: 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში. ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.;
სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.;
სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ;
სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.;
143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.“, - განაცხადა ბორცვაძემ.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით კი, დაკავებულებს შორის არიან: ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, მორაგბეები - არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ნიკა ჟვანია, ასევე ვახო ჩიქოვანი, რომელმაც არსებული ინფორმაციით, დაურეკა მორაგბეებს და ჩხუბში დასახმარებლად მოიხმო "ნახალოვკიდან". ასევე დაკავებულები არიან - „ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, თენგო ბარბაქაძე და ირაკლი მუმლაძე.
https://www.ambebi.ge/article/245860-rogor-...sis-games-gamo/ This post has been edited by karoche on 26 Jun 2020, 15:03