1. დღემდე ვერ გაგვიგია როგორ მუშაობს დემოკრატია და ნამდვილი დასავლური ღირებულებები.
2. საზოგადოებას დემოკრატიას გარედან ვერ "შეუგზავნი", მან ის თავის თავში თვითონ უნდა გამოზარდოს.
3. ანუ საკმარისი რაოდენობის შინაგანად დემოკრატი მოქალაქეები (და არა მოძალადა მურთაზები, ვინც განსხვავებულ აზრს არ ახარებს) უნდა გამოზარდოს.
4. პრიბალტიკამ ეს მოახერხა და ჩვენ ვერა, ამაშია განსხვავება და არა იმაში რომ პრიბალტიკას ფული მისცეს და ჩვენ არა (ჩვენზე გაცილებით მეტი აქვს დახარჯული დასავლეთს ვიდრე პრიბალტიკის რესპუბლიკებზე ცლცალკე).
5. რასაც ვუყურებ ჯერ ნაცები ცდილობდნენ განსხვავებული აზრის ჩახშობას, მერე ქოცები იგივეს აკეთებსნ (ედიკასდროინდელ მარაზმზე აღარაა ლაპარაკი).
6. ჰოოდა... ხედავს ამას ხალხი და დასავლეთი.
7. მერე გვიკვირს: რატომ არ გვიშვებენო მეჯლისზე... ბიჯო ჩაიცვი წესიერად ადამიანს დაემსგავსე და ადამიანივით მოიქეცი და ვერავინ ვერ გაგცემს უბატონოდ ხმას, იმიტომ რომ იქ დემოკრატიაა

რა თქმა უნდა არაიდეალური.
მოღლიცინეებისთვის და იატაკზე უშინაარსო კოტრილის მოყვარულთათვის წინასწარ დავწერ:
"დემოკრატია რა თქმა უნდა საშინელებაა, მაგრამ ჯერ კაცობრიობამ უკეთესი ვარაფერი მოიფიქრა".
პატივისცემით: სერ უინსტონ ჩეჩილი.