„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის„ევრონიუსის“ ინფორმაციით, არსებობს ორი სია, ერთი იმ ქვეყნების, საიდანაც მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას შეძლებენ და რომელშიც მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს), მეორე სია კი იმ ქვეყნებისგან შედგება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ნებადართული არ იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ და რუსეთიც მოხვდნენ.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...gvrebs-gauxsnis