აქ ჩნდება კითხვები, რომლებსაც საჭიროა გაეცეს ამომწურავი პასუხები...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო




2015 წლის 20 აპრილს ქალაქ ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა.
2015 წლის 21-22 მაისს, ქ. რიგაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა.
2015 წლის 29 ივნისს, ქ. მინსკში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეხუთე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს გარემოს დაცვის საკითხებზე.
2015 წლის 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
2015 წლის 26 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ჯანდაცვის საკითხებზე.
30 ნოემბერი - 2 დეკემბერი საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლები.
2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.
2016 წლის 23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა.
2016 წლის 23 მაისის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა.
2016 წლის 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა.
2016 წლის 23 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას.
2016 წლის 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ძალაში შევიდა.
2016 წლის 11-12 ივლისს, ქ. კიევში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე.
2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. ერევანში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებს.
2016 წლის, 2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
2017 წლის 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა მერვე შეხვედრა.
2017 წლის 22 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა.
2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველო ოფიციალურად გახდა ენეგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი (2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმს, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის ივლისს).
2017 წლის 10 ივლისს, ქ. კიშინეუში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ენერგეტიკის საკითხებზე.
2017 წლის 5-6 ოქტომბერს შედგა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების ვიზიტი საქართველოში.
2017 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა.
2017 წლის 20 ნოემბერს, საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების განახლებული დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის დაამტკიცეს. ახალი დღის წესრიგი უფრო მეტად ამბიციურია და საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ 2020 წლამდე მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს.
2017 წლის 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორის’’ მეხუთე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
2018 წლის 5 თებერვალს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-4 სხდომა. სხდომის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
2018 წლის 21-22 ივნისს, ქ. მინსკში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეათე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ჰარმონიზაციისა და ციფრული ბაზრის საკითხებზე.
2018 წლის 26 ივნისს, ქ. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა.
2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეცხრე შეხვედრა.
2018 წლის 23 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა.
2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი დონის პირველი შეხვედრა.
2018წლის 10-12 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-10 ყოველწლიური ასამბლეა.
2019 წლის 5 მარტს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა. სხდომის შემდგომ მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.
This post has been edited by Катеньки on 3 Mar 2021, 18:18
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.