რაში მჭირდება შენი დაბოლება?
ეხლა 7 ჰექტარი მაქვს. ნარგავებიც მაქვს და თავისუფალი ნაკვეთიც. კიდევ ვაპირებ ყიდვას.
დავიწყე 2 ჰექტარით. მიშა ახალი მოსული იყო რო ვიყიდე.
რა ისაა და რა ესა. გინდა - გააკეთე.
დამუშავებაში რას გულისხმობ? მოხვნა - ჰექტარზე 120-150 ლარი, კულტიდაცია 50-70. პლანტაჟი შედარებით ძვირი, მაგრამ გჭირდება??? თუ გჭირდება ჰექტარზე 700-1000 ლარში გამოხვალ.
მიწის ფასი სერიოზულად მერყეობს. ჰექტარზე 1 000-დან 15 000-მდე $.
თუ მიწა გაქვს უკვე მთლა გადასარევი
500 ლარად 50-100 დამყნობილი ნერგის ყიდვა შეგიძლია მეურნეობებშ. გაიკითხე გამოიკითხე, მაგ ზონაში რა ხარობს კარგად, იყიდე და დარგე. წელიწადში 7-8 ჯერ რო ჩახვიდე და პატარა ხელი შეავლო, 5-6 წელშ ბაღი გექნება.
თუ ეს ზღაპარი გგონია, ცდები. მე მაქვს მასე გაკეთებული და ვიცი რასაც ვბაზრობ.
თუ საერთოდ ვერ ახერხებ ჩასვლას, მაშინ ქართული კაკალი დარგე და დაიკიდე. 15 წელიწადში კაკლის ტყე გექნება. კაკლის ნერგების შოვნა უფასოდაც მოსულა. სავსეა გზების გასწვრივ.
არ გამუნათებ, ქენი რაც გინდა. მე ამ გზით ვარჩიე წასვლა.
This post has been edited by Givia_Mqvia_Me on 8 Jul 2020, 13:04