საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ სამშობლოში დაბრუნებისას გაივლიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქლაქეებმა ასევე გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.
„ამასთან, ევროკავშირის იმ 5 მიმართულებით, რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ „ლუფთანზასთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ აგვისტოდან განხორციელდება კვირაში 2 რეისი. ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, როგორც „ეარფრენსთან“, ასევე, „ეარბალტიკთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია, Wizzair-ი და Mywayairlines-ი. მისი თქმით, განრიგი კი ასეთია: 13 ივლისს განხორციელდება რეისი ვარშავაში; 15 ივლისს ბარსელონა; 17 ივლისს რომი; 22 ივლისს პარიზი; 28 ივლისს ათენი.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი, როგორც აქამდე, საქართველოს მოქლაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ამასთან, პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალური რეისი ყატარის დედაქლაქ დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს.
„ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება, როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ასევე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული, ამ ორ მთავარ პრიორიტეტს ეყრდნობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომელი ქვეყნის მოქალაქეს, რა პირობით შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულ პროცედურებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაცია დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მოგეხსენებათ, 30 ივნისს ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან.
საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.
საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.
დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან:
გერმანია
საფრანგეთი
ლატვია
ლიეტუვა
ესტონეთი
ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, საზღვრები გაუხსნა მათ შორის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული უსაფრთხო ქვეყნების სიაში არმყოფ სახელმწიფოებს.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.
მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.
ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს რა თქმა უნდა, არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.
ამასთან, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან.
აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.
აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ასევე, როგორც მოგეხსენებათ, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.
აქვე, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.
ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აქედან გამომდინარე მიიღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი ქვეყნის სტუმრების, ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოც ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს 5 სახელმწიფოსთვის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე ინფორმაციით, ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს, რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. მისივე განმარტებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა.
„საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე ამ ინფორმაციაში იქნება გათვალისწინებული, რომ თითოეულმა მგზავრმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე, ანკეტაში იქნება გათვალისწინებული ინფორმაცია, სადაც იქნება აღნიშნული, თუ სად აპირებს გაატაროს დრო და დარჩეს ჩვენი ქვეყნის სტუმარი საქართველოში ყოფნის პერიოდში. მისი საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა ინფორმაცია, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში. მათივე თანხმობის შემთხვევაში, ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის დროს თუ დაფიქსირდა 37 გრადუსზე უფრო მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან მთელი აქ ყოფნის განმავლობაში, პროაქტიულ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლცენტრის ჯგუფი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებისთვისაც საზღვრები უპირობოდ არ იხსნება, საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი კარანტინის პირობით შეეძლებათ
იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწევთ შემდეგ ქვეყნებში: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია.
„ქეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და აქ არ ვგულისხმობთ იმ 5 ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), რომელიც ჩამოგითვალეთ, ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.
5 ქვეყნის გარდა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი. უნგრეთის შემთხვევეში თქვენ იცით, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის, ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარს უპირობოდ უხსნის.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...obit-sheezlebat