მე აქ კიდევ ერთ შეუსაბამობაზე მინდა ყურადღება გავამახვილო: ლურსმანაშვილის ნათქვამი არ ემთხვევა ვიდეოზე ნაჩვენებს, თუნდაც რომ მთლიანი საუბარი ოთხ წუთზე ნაკლები გაგრძელდა.
რას ამბობს ლურსმანაშვილი? რომ ჩამოვიდა დიდუბეში, იქ სრულიად შემთხვევით შეხვდა ამირხანაშვილს რომელმაც მას დარეკვა სთხოვა და მან უარი უთხრა. მან თქვა 10 წამი გაგრძელდაო.
ვისაც გქონიათ ქუჩაში მობილურის დარეკვის თხოვნის გამოცდილება, მიახლოებითი წარმოდგენა გაქვთ მასეთი "საუბარი" (თუ მას შეიძლება საერთოდ საუბარი დაარქვა) როგორ მიდის ხოლმე.
აქ მასეთი "საუბრის" ჰიპოთეტურ რეკონსტრუქციას გთავაზობთ:
ამირხანაშვილი: მეგობარო, დასარეკი გაქვს?
ლურსმანაშვილი: არა, ძმაო ბოდიში.
ესაა და ეს. როგორც წესი ეუბნები უარს და მორჩა, მიდიხარ შენს გზაზე. როგორ შეიძლება ეს თუნდაც 10 წამი გაგრძელდეს? ორ წამში სრულდება ყველაფერი.
ამის გარდა ვიდეოზე აშკარადაა ნაჩვენებია რომ ამირხანაშვილთან თვითონ მიდის ეს თეთრპერანგიანი და სთხოვს რომ იქვე გამოყვეს. ანუ ინიციატივას აშკარად ეს თეთრპერანგიანი იჩენს და არა ამირხანაშვილი. თუ მარტო დასარეკი სთხოვა ამირხანაშვილმა, უბრალოდ უარს ეტყოდა ეს თეთრპერანგიანი ლურსამანაშვილი და საკუთარ გზაზე წავიდოდა. აშკარაა, რომ ცოტა უფრო მეტ რამეს ჰქონდა ადგილი ვიდრე უბრალოდ დარეკვის თხოვნასა და უარს, რაც იმდენად უმნიშვნელო მომენტია რომ მასზე ყურადღების გამახვილება უბრალოდ უაზრო იქნებოდა.
არა, ძალიან ბევრი შეუსაბამობა და უცნაურობაა ამ საქმეში.

და კიდევ რა მინდოდა მეკითხა: სამარშრუტოთი მარტო ტვირთების გადატანა ქუთაისიდან თბილისში და უკან ნორმალურია? მაგისთვის სპეციალურად გაცილებით უფრო დიდი გაბარიტების მქონე სატვირთო მანქანები არ არის?
This post has been edited by Hiksos on 10 Jul 2020, 09:32
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997