აჰა მაინც ქოცი გამომიყვანე ხო ხედავ
კი მე მაქვს ჩემი პირადი მიზეზები იმისა რომ ნაცები მეზიზღებოდეს და ამას არც ვმალავ.
მაგრამ ობიექტურობის განცდას ეს არ მაკარგვინებს და არც არასდროს დავუკარგავ ნაცებს იმას რაც კარგი გააკეთეს. თუმცა არც ცუდს დავივიწყებ და ყველა რო ესე იქცეოდეს დღეს ბევრად ადეკვატური ხელისუფლება გვეყოლებოდა. არც ბიძინა იჯდებოდა შაჰივით და არც ნაცები იქნებოდნენ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში.
მარა ნაცების ეხლა მობრუნება იქნება ყველაზე უგუნური ნაბიჯი და ისევ წრეზე წასვლა. საჭიროა ახალი პოლიტიკური ელიტა. ეხლა ამირანი და პრომეთე არ ვიცი, მაგრამ ცოტა პრაგმატულად თუ შევხედავთ სიტუაციას და არა იმ პანიკური პათოსით რო "ვაიმე რუსეთის გუბერნია გავხდებით 4 წელიწადში" - უნდა ვეცადოთ ალტერნატიული ძალის პოვნას.
ძალიან კარგი იქნებოდა ხვალ რო ნატოს წევრები გავმხდარიყავით და ზეგ ევროკავშირის მაგრამ როგორც ამ 15 წელიწადში ვნახეთ არ გამოდის ეგ ამბავი ესე მარტივად. არც მიშას გამოუვიდა არც ბიძინას არ გამოუვიდა და არც იმ მესამე ძალას არ გამოუვა რომელიც რო/თუ მოვა, იმიტომ რომ ეს არც მიშაზეა დამოკიდებული და არც ბიძინაზე - დიდი გეოპოლიტიკური საკითხია და ჩვენ საწმუხაროდ არაფერს გვეკითხებიან. შეიძლება ისე გადატრიალდეს ყველაფერი რო საერთოდ ამაზე ბევრად უარეს პოლიტიკურ/ეკონომიკურ სიტუაციაში ვიყოთ და მიგვიღონ ნატოში თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. ამის ბევრი მაგალითი გვახსოვს ნატოს ისტორიიდან. რომელი ევროპული ღირბულებების მატარებელი ქვეყანა თურქეთია ან რომელი დემოკრატიის შუქურა? მაგრამ სიტუაცია ითხოვდა და მიიღეს და დახუჭეს რაღაცებზე თვალები.
არამგონია ჩრდილო მაკედონიაზე ნაკლები ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ისინი მიიღეს ნატოში ჩვენ არა. ორმაგი სტანდარტებია რას იზამ? ადგილს რომ გაგვიცვლიდეს მაკედონია და თვითონ იყვნენ კავკასიაში ალბათ დამეთანხმები პირიქით იქნებოდა სიტუაცია
ხოდა ეს მემგონი ისეთი მარტივი ამბებია რომ ყველამ ვიცით. ძალიან ცუდია როცა ასეთ სიტუაციას მერე პოლიტიკურ იარაღად იყენებ(ენ)
ხვალ რო სუ ნორვეგიის დონე დავდოთ განვითარებით მაინც არ მიგვიღებენ ამ ნატოში სანამ იქ ზემოთ რაღაც გადანაწილებებში არ შეიცვლება. ამიტომ მგონი ფრთხილად მოქმედება არ არის ცუდი. ხანდახან შეიძლება ზედმეტიც გამოდის მაგრამ როცა ტრაკი არ გაქ რას იზამ...
ძალიან ელემენტარულზე გვიწევს კამათი და გულდასაწყვეტია უბრალოდ.
პროსტა ეს სენატორების და ლობისტების რაღაც ციტატებით სირბილი მაგარი ძიშოვი ამბავია რა.
ტედ კურზმა რაღაც თქვაო საქართველოზეო. აი სუ კლეზე კიდია ტედ კრუზს საქართველო. რუკაზეც ვერ იპოვნის ალბათ.