პროკურატურამ ახალგაზრდა ბიჭზე ძალადობის ფაქტზე დეპუტატ კობა კობალაძის შვილის გარდა ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...-pirs-carudginaკიდევ ხუთსო, კარლ.
„გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ჯამში ბრალდებულია 6 პირი. პროკურატურის ინფორმაციით, გ.ე.-ს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა“.
ვინმე იტყვის, რომ 24 ივნისიდან მოყოლებული ამ ხუთეულსაც უთვალთვალებდნენ? ეს რამხელა ოპერაცია ჩაუშლიათ ამ ამბის ყოვლად უპასუხისმგებლოდ ტელეეთერში გაშვებით ))
ხომ ცხადია, რამდენიმე თვე ექნებოდათ ეგრე „აღძრული საქმე“ და თუ შეატყობდნენ, რომ არასაკმარისი ხმაური ახლდა ამ ამბავს, ისე ჩაფარცხავდნენ, ვერავინ ვერაფერს გავიგებდით.
მთელი ამ კატავასიიდან რა გამომდინარეობს – განა რამდენი ამბავი შეიძლება შეიტყონ ამ მოღალატე ჟურნალისტებმა? ცხადია, მხოლოდ ცალკეული გამონაკლისები. შესაბამისად, უნდა დავასკვნათ, რომ მსგავს შემთხვევებში, როცა ბობოლაშვილები თუ ძალოვნიშვილები, მოკლედ, ფაშისტიშვილები (ანდა ამფსონები) იძალადებენ, თუ შემთხვევით მედიის ყურამდე არ მივიდა, უკვალოდ ჩაიფარცხება.
და ამას აქვს სისტემური სახე.
რა არა? ეს არ გამომდინარეობს კობალაძის საქმიდან? გამომდინარეობს. რომ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას, თუ დამნაშავე „მათიანია“, აქვს სისტემური სახე.
This post has been edited by griankali on 13 Jul 2020, 18:22
რუსეთი უნდა დაინგრეს.