საიდან ამდენი ბოღმა და სიძულვილი?
საოცარია პირდაპირ...
ანუ კაცმა რომ მიგიშვათ, აფთრებივით დაესევით და ერთ წამში უყოყმანოდ დაფლითავთ...
არადა, სულ ცოტა ხნის წინ ,,მაგას ვენაცვალე ხელებშიო'', გზნებით ღაღადებდით.
ადამიანის ერთ წამში გაწირვა ან ასაკობრივი სიმცირის ბრალია, ან ,,ლიჩნაია ნიპრიაზნ''-ის, ანდაც სულაც პარტიულ-ნომენკლატურული სულისკვეთების...
ის, რაც ამ თემაში ხდება, არაადამიანურობისა და პლავტიუსის ნათქვამის (ადამიანი ადამიანისთვის მგელია) დამადასტურებელი აქციაა.
მან (შენგელიამ) მშვენივრად იცის, რაზეც მიდის, აცნობიერებს ყოველივეს და დგამს იმ ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა მის სპორტულ კარიერაზეც იმოქმედოს და მის იმიჯზეც...
აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რატომ იქცევა ასე?
მოღალატეა? - რა თქმა უნდა, არა...
და ის, ვინც ამად მონათლავს, საკუთარ თავზე უზარმაზარ პასუხისმგებლობას იღებს. რატომ? თავადაც მშვენივრად მიხვდება, რატომაც... დილის გადაცემაში იყო რუსთავი2-ზე და აღნიშნა -
ყველა, ვინც მიცნობს, კარგად იცის, როგორ მიყვარს ჩემი სამშობლოო... ქართულ დროშასაც ავაფრიალებ წარმატებების დროს და ვერცერთი რუსი ვერ დამიშლის ამის გაკეთებასო...
კარიერისტია? - შესაძლოა... თუმცა ეს ბევრად ნაკლები ცოდვაა მოღალატეობაზე. მიიხედ-მოიხედეთ და თქვენს ირგვლივ იმდენ კარიერისტს დაინახავთ, სიცოცხლე აღარ მოგინდებათ...
მოკლედ, დღეს მის საქმეს ასე სჭირდება...
თქვენ რა იცით, რა აქვს ჩაფიქრებული?
იქნებ მთელი რუსული არმიის აფეთქება სურს, კაცო!
და კიდევ:
ამერიკამ და ნატომ რომ სერბეთი დაბომბა, ვერ არიან ეხლა ნბა-ში და ვერ გლეჯენ იქაურ ბადეებს?
ანდა, დიდმა ბრიტანეთმა ფოლკლენდები რომ აახია არგენტინას, ვერ თამაშობენ პრემიერ ლიგაში არგენტინელები?
სურინამელები - ჰოლანდიაში... და ა.შ.
რომელი ერთი ჩამოვთვალო?
თქვენ კიდევ გადაღიღეღიათ აქ მკერდები, აგიტყორცნიათ ქოჩრები და ჰაი დედასა მტრისასაო...
ვიწრო პროვინციალიზმის ფანდრაიზინგული გამოვლინებაა, რა...
სენსიტიური ლატენტურობის ამბავში.