degaჯანდაბას ჩემი თავი ვცდი ერთხელაც
ოკუპაციიდან თავის დაღწევა არასდროს არ ნიშნავს ეგრევე კარგ ცხოვრებას, პირიქით - აუცილებლად გარკვეული გართულებები მოჰყვება მას, გართულებები დამოკიდებულია თვითონ საზოგადოების მდგომარეობაზე, მაგალითად პრიბალტიკა 40 წელი იყო ოკუპირებული ამიტომ სწრაფად წამოდგა ფეხზე, ჩვენ ორასი და გვიჭირს უკრები 400 თუ 500 და ჩვენზე უარეს დღეში არიან.
ეს იმიტომ ხდება, რომ თავისი წესები აქვს საზოგადოების განვითარებას, და ამ კანონებს ვერ გადაახტები და შენთვის ახალს ვერ მოიგონებ.
200 წელი რომ სხვა გმართავდა და შენ არაფერს გეკითხებოდა - აღარ გაქვს საზოგადების სწორი მართვისა და განვითარებისთვიუს საჭრო ცოდნა და უნარები და თავიდან გაქვს ეს სასწავლი.
მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელია ეტაპია და ამის გამო უკან არ უნდა დაბრუნდე.
სად უკეთესად ცხოვრობდნენ შენი აზრით ებრაელები? ეგვიპტეში თუ ის 40 წელი უდაბნოში რომ აბოდიალა მოსემ? გახსოვს რა ბრძოლები გამოსვლები და დიალოგები ქონდათ?
ჰოდა შენც იმ როლში ხარ სულ, უდაბნოში მოსიარულეებს (ჩვენი რომ გაგვჭირვებია) გვეუბნები: "გახსოვთ რა კარგად ვცხოვრობდით ფარაონთანო?" და რა პასუხს ელი ჩემგან?
აღთქმულ ქვეყანაში რომ შევალთ მერე კი იტყვი აბა რას იზამ კაიაო? მაგრამ შესვლაში რომ მოგვეხმარო არ ჯობია?

აბა თუ იმასაც იტყვი რასაც მე, რომ "კი ახლა ცუდად ვართ მაგრამეს უდაბნო ერთად და ჭკვიანურად გვაქს გასავლელიო", ბევრ რამეში შეიძლება მეც გამოგყვე მერე...
მაგრამ ასე ხელაღებით ლანძღო შენი ერის (ხშირად რეალური) ნაკლოვანება და არაფერი თქვა მის მიზეზებზე,
ეს არ არის სწორი თუ მიზანი ამ ნაკლოვანების აღმიფხვრაა და არა სხვა რამე.
აი ეს გამოგდის ჩემო გურულო ძმაო და გულში რა გაქვს - ახლა მე ეგ როგორ გამოვიცნო?
მიხვდი?
უდაბნოში ვართ ახლა ჩვენ... და მარტონი თანაც...
იმიტომ რომ მოსეც მოგვიკლეს და ისუ ნავის ძეც... და ბევრი სხვა კიდო...
და ყალბებით გვინაცვლებენ მათ შიგადაშიგ... და ის ყალბები ეგვიპტისკენ გავბრუნებინებენ პირს ტექნიკურად ხოლმე, სიტყვით კი იძახიან ისევ ქანაანისკენ გვაქო კურსი
This post has been edited by Data_TuTashxia on 13 Jul 2020, 03:00