20.07.2020 / 12
სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტებების გაკეთებას ითხოვს.
მისი თქმით, თუ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო ვალდებულებას, მეორე მხრივ, კი ხელისუფლება რუსეთს დავალებების შესრულებაზე უარს ვერ ეუბნება.
"პირველ რიგში, ძალიან საგანგაშოა, რომ აზერბაიჯანის იმ მედიაში, რომელიც ძალიან ხშირად ახმოვანებს ხელისუფლების პოზიციას ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნა სომხეთისთვის იარაღის მისაწოდებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, იმასაც, რომ რუსეთი იარაღს აწვდის კონფლიქტის ორივე მხარეს -როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ აღებული გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ სამხედრო ტვირთები არ შეიძლება ჩვენი ტერიტორიის გავლით მიწოდებული იქნას კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის. ამიტომ პირველ რიგში, მე მოვითხოვ, რომ საგარეო უწყებამ გააკეთოს განმარტება ამ ინფორმაციაზე და საზოგადოებას გასცეს პასუხი, რა საფუძველი არსებობს გავრცელებული ინფორმაციისთვის, რადგან თუ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტები, რომ მართლაც საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ გამოყენებული იქნა როგორც რუსეთიდან, ასევე სერბეთიდან შემოვლითი გზით იარაღის მისაწოდებლად სომხეთისთვის, ეს არის ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა, ეს დაძაბავს და უკიდურესად გააფუჭებს ურთიერთობებს სტრატეგიულ მოკავშირე და მეზობელ სახელმწიფოსთან აზერბაიჯანთან, რომელთანაც ჩვენ, დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით, ისედაც გართულებული გვაქვს ურთიერთობები და კიდევ ერთხელ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერანაირ დაკვეთასა და დავალეებაზე რუსეთს უარს ვერ ეუბნება.

ისე რავა ერთიანნი არიან ქოცრეჟიმი და ქოცუსერები სომხების დრაკის მოფერებაში და აზერების გინებაში
* * *
დაიწყო გაიასნება....ჩვენ ელჩს როდის გამოიძახებენ?
Посла Сербии вызвали в МИД Азербайджана ПОСЛЕ СТАТЬИ В HAQQIN.AZ
Отдел информации 14:15
Временный поверенный в делах Сербии в Азербайджане Даница Веинович была вызвана в МИД Азербайджана, где встретилась с замминистра иностранных дел Азербайджана Халафом Халафовым, сообщили haqqin.az в МИД Азербайджана.
На встрече Халаф Халафов заявил, что по полученной достоверной и подтвержденной информации, из Сербии в Армению было отправлено большое количество вооружений, включая минометы.
Напомним, что накануне haqqin.az опубликовал статью о том, что за несколько дней до атаки и в период разгара боевых действий в направлении Товуза из Сербии через Грузию в Армению была доставлена крупная партия минометных боеприпасов разных калибров. Эти факты вызвали серьезную обеспокоенность и справедливое возмущение азербайджанской стороны.
This post has been edited by kardinali100 on 20 Jul 2020, 14:31