წეღან,"მთავარში" გავიდა ინფორმაცია,
არ ვიცი,რა ვთქვა,ასე როგორ უნდა დაეცე!
ე.ი. ამას წინათ,სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან
ხომ გაიტაცეს დაჭრილი ზაზა გახელაძე,მანამდე თურმე
გაუტაციათ მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი,ეს ამბავიც
ახლახან გახმაურდა,არადა,2-3 კვირის წინ გაუტაციათ,
ვეთანხმები გუბაზ სანიკიძეს თეა ადეიშვილთან თქვა,ეტყობა,ოჯახი
გააჩუმეს,ხმას არ იღებდნენ და იმიტომ არ იყო ფართოდ გაშუქებული.
ჰოდა,ე.წ. სამხრ.ოსეთის უშიშროებას გაუვრცელებია კადრები,(ვნახეთ ეს კადრები)
სადაც ეს ჩვენი ახალგაზრდა აღიარებს,რომ ნამდვილად გადაკვეთა საზღვარი და
საზღვარი იმიტომ გადაუკვეთია,რომ ღამურებს იჭერდა,ამერიკელებისთვის
უნდა მიეყიდა თითო 5 ათას დოლარად.ლუგარის ლაბორატორია ყოფილა
დაინტერესებული.აზრზე ხართ,რა ხდება?!
რა ეშველება ახლა იმ ბიჭს?!
კაშმარ,უჟას!