აქ არ ჩანს, იუსტიციის დეპარტამენტმა საგანგებოდ „ნაცმოძრაობის“ ლობისტებზე გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტაცია თუ საზოგადოდ ლობისტებზე გამოაქვეყნა ანგარიში და იქ ამოიკითხა იმედმა, რაც აინტერესებდა.
მერე მეორე, როგორც გინდა იყოს, ლობიზმი რეგულირებადი საქმიანობაა.
აი მაგალითად.
14.02.2020
https://netgazeti.ge/news/427103/“ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან გააფორმა კონტრაქტი.
Fara.gov-ზე ატვირთული ხელშეკრულების თანახმად, ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 12 თებერვალს არის გაფორმებული და ქართული მხრიდან მას ხელს აწერს “ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ევალება “ქართული ოცნების” რეკლამირება, როგორც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის სანდო და პრაგმატული პარტნიორის, რომელიც დასავლური ლიბერალური ღირებულებების და აშშ-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორობის ერთგულია. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ლობისტური კომპანია ინფორმაციის მომზადების და მედიაში გავრცელების გზით დაეხმარება “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აშშ-თან პარტნიორობისადმი ურყევი ერთგულების წარმოჩენას.
ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიას თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.
მანამდე “ქართულმა ოცნებამ” გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.
11.02.2020
https://netgazeti.ge/news/426406/“ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება $900 ათასად გააფორმა
“ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogal Lovells-სთან 2020 წლის 30 იანვარს ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნულს წინ უძღოდა ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილები, სადაც მიუთითებდნენ საქართველოში სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, ასევე, პროპორციული არჩევნების დაპირების ჩაგდებასა და აქციების ძალადობრივ დაშლაზე.
დოკუმენტს “ქართული ოცნების” მხრიდან მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. ხელშეკრულება 1 წლის ვადით, 2021 წლის 31 დეკემბრამდეა გაფორმებული. ბიძინა ივანიშვილის პარტია ამერიკულ ლობისტურ კომპანიას თვეში 75 ათას აშშ დოლარს გადაუხდის, შესაბამისად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 900 ათასი აშშ დოლარია (თითქმის 2.6 მილიონი ლარი).
ისე კი მართლა საინტერესოა, ანგარიში ნაცმოძრაობას გამოუქვეყნეს თუ ანგარიშში ამოიკითხეს ნაცმოძრაობაზე.
This post has been edited by griankali on 14 Jul 2020, 16:37
რუსეთი უნდა დაინგრეს.