#56550713 · 14 Jul 2020, 17:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამაო ომი
ყვავსა და ყორანს გაჰხდოდათ არწივის საბუდარზედა: ერთმანეთს თავ-პირს აჭამდენ ნადავლარ-ნაქურდალზედა. ნისკარტს ნისკარტში უყრიან, ბრჯღალი თარეშობს ბრჯღალზედა, ერთსაც ეწადა, სხვასაცა ბინის შეძენა მზაზედა. ფიქრობენ: ბუდის პატრონი მოკლესო მაღლა მთაზედა. როდი იციან, არწივი რომ მოდის, მოჰყეფს გზაზედა, ბინისკენ სული ელევა, ცეცხლი უელავს თვალზედა!
|