narcoTOURISTშენ არ გაწუხებს, ნახევარ თბილისს აწუხებს, მაგრამ ერი, რომელიც გადაწყვეტს, რო კანონი კი არა, ბაზარი არეგულირებს, ამ დღეში ჩავარდება, რა დღეშიც ჩვენ ვართ.
ეს გადაუჭრელი პრობლემაა ქიაჩელის, ლესელიძის, ერეკლე II-ს, ახვლედიანის და სხვა მრავალი ქუჩის მაცხოვრებლებისთვის. რამდენიმე გადაცემა და სიუჟეტიც იყო ამაზე ყუთში ბოლო 10 წლის განმავლობაში. ხალხი წლები ვერ აღებს ფანჯრებს ზაფხულში. ზოგი სასამართლოს და ჩივილის გზით წავიდა და საქმეები გაიყინა სხვადასხვა მიზეზით, ზოგს გადაუხადეს რაღაც და ფარულით გადაიღეს და ასე გააჩუმეს - თორე მექრთამეობის საქმეში თანამონაწილედ გაგიყვანთო და ზოგს რა და ზოგს რა. მე ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ საგანზე დავიდან არც ერთი საქმე არ ვიცი, რო ფიზიკური პირის სასარგებლოდ დამთავრებულიყო.
ხმაურის შესახებ საკრებულოს დადგენილება რო მიიღეს წლების წინ წიხლით და აღსრულების მექანიზმიც დაურეგულირეს, მერე აღმოჩნდა, რო აქაურობის პატრონის რუსების მიერ მუსტაფასთვის და აბდულასთვის მიცემული ბიზნესი "ზარალდებოდა" - ანუ ხმაური ეკრძალებოდა.
ამიტომ ბრძენი ქართველი ერის პატრონებმა მოიფიქრეს ის რო აღსრულება გაართულეს და რეალურად ხმაურის დონის განსაზღვრული პარამეტრების დაცვა შეუძლებელი გახდა - ჯერ საპატრულო მოდიოდა, მერე ადგილობრივი უნდა მოსულიყო, მერე ისევ პოლიცია და ა. შ. უნდა მოვიდნენ ხმაურმზომით, ჯერ წყაროსთან გაზომონ, მერე შენთან და ა. შ. გარდა ამისა, კონსტიტუციის დარღვევაზეც წავიდნენ - რამე სასწაულით დამჯარიმებელმა ჯარიმა რომც გამოწეროს, მოიფიქრეს და ჯარიმას კონსტიტუციის დარღვევით წერენ იურიდიული პირის დასაქმებულ ფიზიკურ პირზე

რასაც მერე იურიდიული პირი იხდის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ილეთი რეციდივის და პრეცედენტის არდაშვებისთვისაა საჭირო.
აქ აქაურობის პატრონების ბიზნესს ეჯახები და იმის ილუზია რა ლოგიკით უნდა გქონდეს, რო შენ გამოხვალ მოგებული.
მოკლედ ეს ასეა ყველგან, სადაც ხალხს ღირსება აქვს დაკარგული და სადაც ფული უფრო მაღლა დგას ვიდრე - ადამიანის პიროვნება და პირადი ხელშეუხებლობა. საქართველოს უბედურება ის კი არაა, რო ადამიანზე მაღლა ფული დგას (ეს ყველგან ასეა პო ბოლშომუ) არამედ ის, რო ქართველს სჯერა, რო ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს.
დებილ ქართველს გენეტიკური შიში აქვს კანონისა. ჰგონია რო თუ რამეს კანონი დაარეგულირებს, ის რამე მოკვდება თუ წაიბილწება თუ არ ვიცი, რა. აფრიკელი ველურივით ეშინია კანონის და იმას ვერ ხვდება, რო ზუსტად კანონია ის ერთადერთი, რაც დაიცავს. აქაურობის პატრონების მიერ ზუსტად გათვლილი და მოფიქრებული იყო დებილისთვის შესაფერისი ფორმულა - "ბაზარი დაარეგულირებს", რაც იმ გასიებულს ათქმევინეს და ორწიგნწაუკითხავ ქართველს, რომელსაც არც ბაზრის გაეგება და არც კანონის და twice per week-ს წერს ფორმულარში, ლამის ჭავჭავაძე ჰგონია. ბაზრის რეგულირების შედეგია რამდენიმე ასეული გარდაცვლილი მშენებლობებზე და მაღაროებში. და დღევანდელ მაღალგანვითარებულ ქართველს რო უთხრა, რო რამე კანონმა უნდა დაარეგულიროს, ეგრევე ქუჩაში გამოვა საკუთარი თავისვე წინააღმდეგ.
არ ვიცი, რა უნდა გააკეთო. შეგიძლია ჯერ გამოიძახო ეკიპაჟი და შედეგი რო არ იქნება, მერე ერთი ცირკულარული წერილი მისწერო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და შსს-ს. მათგან პასუხი რომ მოგივა, ჩვენგან რა გინდაო, მერე აი ეგ ყველაფერი შეკრა ერთად და გაუგზავნო ბრძენ კანონმდებელს - ვერ სრულდება თქვენი კანონი და ვზარალდებით და სასწრაფოდ ქენით რამეთქო, ასეთი შინაარსით. თითის მიცემით თუ დაძრავ ამ საქმეს. ასე ბოლოდან და ტრაკიდან იწყება გაფუჭებულის გასწორება ჩვენნაირ ჩამორჩენილ სახელმწიფოში.
თუ დაგჭირდეს რჩევა მომწერე.