გამახსენდა ისტორია კურდღელზე - ჩვენთან სოხუმში იყო ნადირობის დიდი მოყვარული ფეხბურთის ცნობილი მწრთნელი გოჯო ჩიტაია,. ერთხელ მეგობრებმა წაიყვანეს გოჯო სანადიროდ, მოკლეს კურდღელი და ისე მოაწყვეს, რომ ვითომ გოჯო ჩიტაიამ მოკლა ეს კურდღელი

მოიტანა გოჯომ ეს კურდღელი სახლში და მისცა დედამისს გასაკეთებლად. მეგობრები უცდიან როდის იქნება მზად კურდღელი და ამ დროს დედა ეძახის გოჯოს და ეკითხება - "გოჯო, მუ გეჭარ თაქ" - "გოჯო რა წერია აქ" - წერილი კურდღლის ტრაკიდან

ამოიღო გოჯოს დედამ

-წერილში რუსულად ეწერა - "МЕНЯ УБИЛ ГОДЖО ЧИТАЯ"

- "მე მომკლა გოჯო ჩიტაიმ"

გოჯო ჩიტაია იყო ასევე თბილისის "დინამო"ს ცნობილი ნახევარმცველის ალიკა ილიადის მწვრთნელი - ალიკამ ერთხელ გოჯოს დაბადების დღეზე თბილისიდან გამოუგზავნა ყველაზე დიდი ზომა დინამოს თეთრზოლებიანი ლურჯი ტრუსიკი, რომელშიც ხუთი გოჯოს ნაირი ჩაეტეოდა.
This post has been edited by stelss93 on 21 Jul 2020, 21:53