"1993 წლის ივნისის თვეში მტერთან გამართული მოლაპარაკების შედეგად ბრიგადის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი დიმიტრი მეფარიშვილი გვამების გადაცვლის პროცესში შეხვდა მტრის ბატალიონის მეთაურს ვოვა თარბას. აქვე ნახა მან მტრის დაქირავებული ნოვოსიბირსკელი და კრასნოდარელი მებრძოლები, რომლებმაც არაადამიანურად აწამეს და მოკლეს ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე.
მათ დაწვრილებით უამბეს დიმიტრი მეფარიშვილს ჩვენი ბიჭების გმირობისა და წამების ამბავი, აჩვენეს ის ადგილიც, სადაც ეს შემზარავი „ოპერაცია“ ჩაატარეს.
მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით, მაგრამ იგი არ დანებდა მტერს, მუხლი არ მოიდრიკა ურჯულოთა წინაშე. ყოველივე ზემოთ თქმულს თვალს ადევნებდა მისი თანამებრძოლო გია ტრაპაიძე, რომელსაც ვაჟას ენით გამოუთქმელმა ამტანობამ და ვაჟკაცობამ სანიმუშო მაგალითი მისცა მტრებთან უიარაღოდ გამკლავებისა, ხოლო რაც შეეხება გია ტრაპაიძეს მისი გვამის ნაშთები მოლაპარაკების შემდეგ გადმოასვენეს.
ვაჟა თოდუას წამების შედეგები ასახულია ვიდეოფირზე „ტყვიების წვიმა სიცოცხლის ფასად“, იგივე კადრები ასახულია უცხოელ ოპერატორთა მიერ."..
ნეტა სად არიან ახლა. არ არსებობს მკვლელების სია? იმედია როდისმე ჩავაძაღლებთ სადისტებს.
ამაზეც მაქვს გაგონილი. ესეც სადისტი იყო?
https://ok.ru/profile/512514708978