
არა. საქმეების დალაგებას რომ იწყებს მაგას მეც ვუხნიდი სხვას რამოდენიმე ამ თემის დასაწყისში.
ფსიქოლოგიაში მიღებულია, რომ არსებობს თვითმკვლელების ოთხი კატეგორია
ეგოისტური - როდესაც ადამიანი დეპრესიაშია, განიცდის სოციალური და ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს
ანომიური - ეკონომიკური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდი
ალტრუისტული - სუიციდი სხვაზე ორიენტირებულობის გამო. მიტოვებული სიყვარული, სხვის გადასარჩენად, სხვის გამო მიღებული ემოციური შოკები და ა.შ.
ფატალისტური - საზოგადოებრივი დოგმებისა და წესების პროტესტის ფორმა
ჩვენს შემთხვევაში მეორეც, მესამეც და მეოთხეც უნდა გამოვტოვოთ ფაქტია და პირველის ვარიანტზე უნდა ვიმსჯელოთ.
დეპრესია - ჯერ ნაპოვნი არ ჰყავდათ, ფეისბუქზე რომ ვიპოვნე მაგის ფსიქოლოგი და დავწერე, დაუკავშირდნენთქო. მერე რაღაცნაირი ინტერპრეტაცია მიიღო ამან და გიჟი კი არ იყოო თუ რაღაც ეგეთი. უნდა დაკავშირებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეკითხათ, ხომ არ უსაუბრია ფსიქოლოგთან თვითმკვლელობის თემაზე და მორჩა.
ფსიქოლოგი შეიძლება იმიტომაც აიყვანო, რომ მაგალითად სახალხოდ გამოსვლის შიში გქონდეს პრეზენტაციების დროს, ან უკეთ მართო საკუთარი უნარები, ნებისმიერი მიზეზით, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად დეპრესიაა.
ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში დეპრესიას და საქმეების მოწესრიგებას. თითქმის და უფრო არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც სუიციდის ჩამდენი ადამიანი ბევრად ადრე არ იწყებს სიგნალების გაშვებას რომ ის ცუდადაა. პირდაპირ იწყებს საუბარს ან ხუმრობას სუიციდზე, ან გამუდმებით ტირის ან რაიმე მსგავსი. აქედან ყალიბდება დეპრესიული გარემო, დეპრესიული ვითარების დროს ქვეცნობიერად ნებისმიერი თვითმკვლელი რაიმე სახით ისევ იწყებს სიგნალების გაშვებას და ახალგაზრდების შემთხვევაში ხშირად აისახება ნაწერებში, მუსიკაში, ფოტოებში. თითქმის ასპროცენტიან შემთხვევაში, დეპრესიის პირველი ნიშანი ისაა, რომ ადამიანს აღარ უნდა სიახლეები, არაფრის სწავლა, არაფერზე ორიენტირება (მისი აზრით, მაინც რა აზრი აქვს ამ ყველაფერს), აღარაფერი უხარია, გაურბის ურთიერთობებს და ა.შ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ იკეტება.
თამარის შემთხვევაში არც ერთი ზემოთჩამოთვლილი ვარიანტი არ იყო. პირიქით. ცოტა ხნით ადრე ეძებდა ახალ სამსახურებს, მალე სასწავლებლად აპირებდა წასვლას და ერთი სული ჰქონდა, გამუდმებით ეძებდა სიახლეებს (რაც მის ფეისბუქზეც ჩანს), ვითარდებოდა და ა.შ.
ის, რაზედაც შენ საუბრობ არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი და ეგ საქმეების მოწესრიგება მოდის მას შემდეგ, რაც ყველა სიგნალს ამოწურავს და ეს არ ხდება 1 კვირის პერიოდში. 1 და 2 კვირაში დეპრესია არ ვითარდება თუ მაგალითად ისეთი განსაცდელი არ გეწვია როგორიცაა შვილის, მშობლის, შეყვარებულის და ა.შ. სიკვდილი ან რაიმე მსგავსი.
ეხლა ყველაზე მთავარი. ყველა ადამიანს უფიქრია ალბათ თვითმკვლელობაზე, არავინ არასდროს არ იტყვის, რომ წარმოდგენებისას და თვითმკვლელობის დაგეგმვისას, სუიციდის ჩამდენი პიროვნება, ჯერ არ ნახულ და მისთვის გაუგონარ ადგილებს ეძებდეს. ის იქ ან ნამყოფია, ან დათვალიერებული აქვს, ან ემოციური ბმა აქვს, ან თვლის რომ იქ უფრო სწრაფად მოკვდება (ხიდებს და მაღალ შენობებს რომ ეძებენ) და ა.შ. მაგრამ აი ეხლაც თვალი რომ დახუჭო და წარმოიდგინო სად მოიკლავდი თავს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ამოგიტივტივდება თავში ადგილი, რომელიც არც ნანახი გაქვს და არც გაგონილი და თუ ტყეს და მიგდებულ ადგილს ეძებდა, წავიდოდა მაგალითად ბურატინოს ტბაზე, ბორჯომის მიმართულებით, მანგლისში ან სადმე მაქეთ, სადაც ნამყოფი იყო მანამდე. მერე მეორე, აუცილებლად დარჩებოდა მაშინ ნასერჩი ადგილები, თვითმკლელობის ხერხები, ინფორმაციის მოძიების კვალი სუიციდის შესახებ და ა.შ. მის საძიებო სისტემაში.
და სულ ბოლოს, წამლებით თვითმკვლელობაზე კი დავწერე, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია მაგალითად ჩაისუნთქოს, აღარ ამოისუნთქოს და თავი გაიგუდოს. მაგ პრეპარატების მიღების პერიოდში ჯერ გახდებოდა ძალიან ცუდად. დაეწყებოდა ღებინება, უჰაერობა, ტკივილი კეფისა და თვალების არეში, კრუნჩხვებ და ა.შ. ეცდებოდა ფანჯრების ჩამოწევას, კარის გაღებას ან რაიმე მსგავსს. ვერ გაშეშდები ვერანაირად, სხეული თავისით მოქმედებს როგორც წესი.
ესაა ქცევის ფსიქოლოგია რაც დადგენილია და თუ მაინც იმ არგუმენტებით უნდა გავაგრძელოთ საუბარი რომ აი ძმაო ჩემს ახლობელს არაფერი უჭირდა და უცებ თავი მოიკლა, არაფერს ნიშნავს. არც ის, რომ რადგან ფსიქოლოგთან იყო, ესე იგი დეპრესია სჭირდა.
ათი ამდენის წერა შემიძლია, მაგრამ არც ადგილია საამისო და არც განწყობები

ამ ყველაფრის შეჯამებით არ ჰგავს ჩემთვის ეს ყველაფერი თვითმკვლელობას.
აი თვითმკვლელობამდე მიყვანა მთელი თავისი არსით საერთოდ სხვა ქეისია.
ეგ წერილები კიდევ თუ ორ-ორი სიტყვა სხვადასხვა ფურცელზეა დაწერილი, მე საერთოდ საკომუნიკაციო წერილები მგონია.
ორი წარწერა ვიცი რაც ადვოკატმა თქვა სულ.
ფული ანაბარზეა (გამოიყენეთ არ უხსენებია)
ერთად წავალთ
სხვა ტექსტებიც რომ დაიდება, მერე ვიმსჯელოთ მაგაზე
This post has been edited by vOn3Cic4 on 26 Jul 2020, 01:32