1. გაგანია სიცხეში მზის გულზე გულის წამლების დიდი დოზით მიღებისას სიკვდილი უეცარი არ იქნებოდა, დაეწყებოდა ამ უბედურს გულის რევები, კრუნჩხვები, ჰაერის უკმარისობა... ეს გოგო კი რობოტი არ იყო რომ ინსტიქტურად ან კარები არ გამოეღო ან თუნდაც მინა არ ჩამოეწია მანქანაში...
2. მანქანას მაგ მიდამოებში ბევრი პოლიციელი + დრონებიც და მოსახლეობაც ეძებდა, არანაირი ტყე მანდ არ არის როგორც თავიდან აცხადებდნენ, ბუჩქნარი და საძოვარი ადგილებია, გზიდან ახლოს... ხო და მანქანის კვალი ძალიან ახალივით გამოიყურება, თითქმის ისევე როგორც დაზუსტებით ცნობილი ორიოდ საათის წინ მისული თეთრი პიკაპის კვალი!!!

4 დღის კვალს არანაირად არ გავს ჰიუნდაის კვალი!!!
3. ფაქტია რომ თუ თვითმკვლელობის ვერსიას განვიხილავთ - თითქმის ყველა ტოვებს სიკვდილის წინ გამოსამშვიდობებელ წერილს, ამა თუ იმ სახით!!! და არა ისე რომ სანიშნეზე უბრალოდ ორი სიტყვა წერია და საფულეში ბევრ სხვა ანალოგიურ ასეთივე სანიშნე ფურცლებთან ერთად არის ჩაკუჭულ-შენახული!!! (რაძი ინტერესა გადავათვალიერე ჩემი ანალოგიური ძველი ფურცლები, რომლებიც გარკვეული მიზეზებით შენახული აღმოჩნდა საწერი მაგიდის უჯრაში და უცხო თუ წაიკითხავს მტრისას, ფინანსური მაქინაციებიდან დაწყებული რავიცი ტერორისტობაში, იარაღის თემაში და ასევე რაკი ოპტომ წამლების დასახელებები მიწერია ასევე თვითმკვლელობაში და/ან სხვის მოწამლის მცდელობაში შეუძლიათ დამადანაშაულონ!!!))) მოკლედ წერილი/ანდერძი ამ გოგოს არ დაუწერია!!!
4. რატომ შეიარა გოლთეთში?! ვინმესთან შესახვედრად ხომ არა?! და რა იკითხა ზუსტად ისიც არ ვიცით!!! ქოცბოტების ვერსიაა რომ ტყისკენ გზას კითხულობდაო...

არა და მე თავიდან როგორც მოვისმინე ტელევიზიით - ამ გზით გავივლიო ასე უკითხავს და არა მანდ ჩიხიაო და გამობრუნებულა!!!
უკანა სავარძელზე გადაჯდომა, ტელეფონის გამორთვა (როდის გამორთო?! გამოძიება რატომ არ იღებს ტელეფონის ჩანაწერებს, დანარეკებს, სმს-ებს???!!! ჭორია თუ მართლა გუგლ მეპით ეძებდა რაღაც ლოკაციას???... ) და მანქანის ჩაკეტვა, მინების ბოლომდე აწევა ჩახუთვა და ასე ტანჯვით სიკვდილის არჩევა - ასეთი ჭკვიანი, წარმატებული, შეძლებული, ახალგაზრდა, პერსპექტიული და ლამაზი გოგოს მიერ არ გეჩვენებათ უცნაურად???!!! 20 დღის წინ თან მანქანა შეუძენია და როგორ ფიქრობთ თავის მოკვლას ფიქრობდა და მანქანას ყიდულობდა თან???!!!