
მძიმე საგანი კი არა დანით ან იარაღით მიყენებული ჭრილობა შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანება, ფეხში რომ დავარტყა ადამიანს დანა, და არტერია დავუზიანო სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებაა, მარა იგივე ფეხში რომ დავარტყა და გავუჭრა მაგრამ არტერია არ დავუზიანო, მაგით არ დაიღუპება ადამიანი და სიცოცლისთვის არასაშიშ დაზიანებაში გავა. იმედია ეხლა მაინც გაიგე
აჰა ზოგადად წაიკითხე კოდექსი რომ ელემენტარულში გაერკვე, სხვებსაც გამოადგებათ, თორემ ტყემალზე ზიხართ
თავი XX
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ან დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ , არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან , ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება , რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ , არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან , -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდხუთიდან რვა წლამდე.
3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ე) ხულიგნური ქვენა გრძნობით ;
ვ) ჯგუფურად;
ზ) ოჯახის წევრის მიმართ, –,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე .
4. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება , ჩადენილი :
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის , არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ ;
გ) განსაკუთრებული სისასტიკით ;
დ) ანგარებით ან შეკვეთით ;
ე) მსხვერპლის სხეულის ორგანოს , ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით ;
ვ) არაერთგზის ;
ზ) იმის მიერ , ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108- ე ან 109- ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა შვიდიდან ცამეტ წლამდე.
54 . ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილებ ით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრაცხრიდან თოთხმეტ წლამდე.
5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება , ჩადენილი :
ა ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ;
ბ ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ;
გ ) ხულიგნური ქვენა გრძნობით ;
დ ) რასობრივი , რელიგიური , ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ;
ე ) ჯგუფურად ,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე .
6. ამ მუხლის მე -5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე .
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება , ჩადენილი :
ა ) ორი ან მეტი პირის მიმართ ;
ბ ) განსაკუთრებული სისასტიკით ;
გ ) ანგარებით ან შეკვეთით ;
დ ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს , ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით ;
ე ) არაერთგზის ( გარდა ამ კოდექსის 110- ე –114- ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა );
ვ ) იმის მიერ , ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108- ე ან 109- ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე .
8. ამ მუხლის მე -7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე .
მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ან, მე-45 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით