.ქომთამაში არა. სხვა რაღაცეებს მივაგენი თავიდანვე და არ გამოდის ჩემგან. ყველანაირ იურიდიულ ნორმას დავარღვევ ასე ავდგე და შესაძლო კავშირებში რომლის გადამოწმების ლეგალური გზებიც მე ამოვწურე, რაიმე შესაძლო კავშირისკენ გავიშვირო თითი.
ჩემი ვარაუდია ასეთია, ეგ გოგო არაა მანდ შემთხვევით მოხვედრილი. მას ჰყავდა შესაძლო (ხაზს ვუსვამ შესაძლო და არა დარწმუნებით) სანაცნობო წრე მისი მეგობრის სახით რომელსაც თეთრიწყაროს მიდამოებში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები აქვს. ასევე ამ მეგობრის სანათესაო წრე.
ღმერთმა დამიფაროს ამათკენ თითს ვიშვერდე, რომ რამე შუაში არიან. სანამ იპოვნიდნენ, იმის წინა ღამეს ვნახე ეგ და დავწერე აქაც. უბრალოდ არაეთიკურად მივიჩნიე ასე ხელაღებით სოციალურ ქსელში დაუსაბუთებლად რამე ეჭვის გამოგდება.
ეს რაც შეეხება ლოკაციას.
დანარჩენი კი მთელი ჩემი ვარაუდი ნარკო ბიზნესს უკავშირდება.
ჩემი გადმოსახედიდან საკმარისი ლოგიკური ბმებია.
თვითმკვლელობას პირადად მე გამოვრიცხავ. თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება
ფსიქოლოგზეც ვწერდი კი. მისი ლაიქებისთვის რომ თვალი გადაგევლო ეს იყო ან სილამაზის სალონები, ან სარელაქსაციო სპა ცენტრები, საკვები ობიექტები, ხელნაკეთი ნივთები, უამრავი ფეიჯი ჰაკინგზე, კიბერ კრიმინალზე, დასაქმების საიტები და აქ გამოკვეხებული ფსიქოლოგის ფეიჯი.
სანამ იპოვნიდნენ მანამდე დავწერე ორჯერ, გადაამოწმეთ ეს ფსიქოლოგი, შემთხვევით მასთან ხომ არ ჰქონდა ნასაუბრები დეპრესიაზე და თვითმკვლელობის შესახებთქო.
მესამე დღეს მიაქციეს ამას ყურადღება და თემა ორი მიმართულებით წავიდა, ფსიქოლოგი ჰყოლია ესე იგი დეპრესია ჰქონდაო და რადგან ფსიქოლოგი ჰყავდა გიჟი კი არ იყოო

ერთი კითხვა არ დასმულა ან არ გაჟღერებულა ამ ფსიქოლოგს ხომ არ უთქვამს გამოძიებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, რომ ამ გოგოს რამე ისეთი პრობლემის შესახებ ჰქონოდა ნასაუბრები, რაც ლოგიკურ ბმას გამოიწვევდა ამ ამბავზე
This post has been edited by vOn3Cic4 on 28 Jul 2020, 21:35