90 იანებში ეგრევე მიგაცხრილავდა ეხლა ვერ
----------------------
თუკი მკითხავთ, რა მოხდა 90 წლებში, მაქვს ჩემებური ხედვა
რაც სრულად არ ნიშნავს რომ ეს ხედვა თქვენი შეხედულებებისგან განსხვავდება,
მე უბრალოდ სხვა კუთხიდან ვუყურებ, სულ სხვა პოზიცია კი არა თავისებური ხედვაა,
დავიწყე,
ვერა-ვაკე-საბურთალოზე, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ამ უბნის წარმომადგენლები ერთნაირები იყვნენ,
ეგრე მოხდა, სწორად ამ უბნებში გამოიზარდა ქართველების გარკვეული კატეგორია, რომლებიც იყვნენ
აგრესიულები და გონებაგახსნილი მასტები ერთდროულად, ანუ, რეალურად ხოშიანი გენეტიკა ქონდათ და სასწაული მადა
და მათ დაიწყეს ქონების, ანუ ამ ღარიბ ქვეყანაში მწირი რესურსების ხელში ჩაგდება, ხშირად ეს სპონტანურად ხდებოდა
ეს ტიპაჟები ვინ იყვნენ?? ვინ იყვნენ მათი წინაპრები?
არისტოკრატია თუ ბოლშევიკები???
აი სწორად აქ ვაწყდებით აჯაფსანდალს,
ისიც და ისიც, ნარევიც და ცალ-ცალკეც, ამიტომ უნდა ავიღოთ თვითოეული ეს პერსონაჟი და გავარკვიოთ მისი წარმომავლობა
და მნიშვნელობა არ ქონდა ამ უბნებში კუთხურობას, ანუ. ადამიანი მეგრელია თუ კახელი, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა,
ისინი არ აწვებოდნენ "ქურდულს" ყველანაირი გაგება ეკიდათ ოღონდ თუკი სჭირდებოდათ ყველაფერში ერკვეოდნენ
ეხლა კი როგორც მსმენია უბანს აღარ აქვს მნიშვნელობა,
რატომ???
ანუ კითხვა, რომელ უბნელი ხარ თუ რა უბნელი ხარ,
ადრე, ანუ თუკი ჩემს ბავშვობა ახალგაზრდობაში იყო ადეკვატური და ლოგიკური,
ეხლა სასაცილოდ ჯღერს, მარგინალურია, ან კონკრეტული ფაქტორიდან გამომდინარეობს,
და უფრო პრაგმატული მნიშვნელობა აქვს და არა სტატუსური,,
ანუ უბანი ადრე იყო სტატუსის მაჩვენებელი, იმიტომ რომ თუკი შენ დავუშვათ დიღმის მასიველი დაიჭერდი ვინმე ვერელს რაიმე საბაბით
და გატისკავდი, იმ ვერელს რომელიც დაჯაბნე შესაძლოა ჰყოლოდა ძლიერი საძმაკაცო რომელიც დაგადგებოდა და აგჩეხავდა
ან შესაძლოა პრასტოი ვერელი იყო და არც არავინ არ ყოლოდა,
მაგრამ შენ თუკი გონიერი ტიპი იყავი ამას აქცევდი ყურადღებას, ამიტომ წინასწარ ცდილობდი გაგერკვიო,
ამიტომ ამას იცნობ იმას იცნობ არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს,
არამედ სავსებით პრაგმატულს
* * *
https://www.youtube.com/watch?v=43mlsI3ZFPU This post has been edited by tengo9786 on 4 Apr 2026, 11:37