
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებაში (სსმ III, 04.02.2004, №12, მუხლი 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ასევე ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის 481 პუნქტისა და 112 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2–ის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ლეგალური ბრუნვის წესები) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამკურნალო საშუალებების გამოწერა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული არანარკოტიკული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის“ ფორმა №2 რეცეპტის ბლანკზე. ავადმყოფის ამბულატორიულ ბარათში სათანადო ჩანაწერით ფიქსირდება ფორმა №2 რეცეპტის ბლანკის ნომერი და დასაბუთება წამლის დანიშვნის მართებულობის შესახებ.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო
დანართი №1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხა
1. ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი;
2. თიორიდაზინი (სონოპაქსი);
3. კლოფელინი (მხოლოდ თვალის წვეთები და ამპულები);4. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატები;
5. პროპანიდიდი;
6. ქლორპრომაზინი;
7. ციკლოდოლი;
8. ბაკლოფენი;
9. გაბაპენტინი;
10. დექტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა);
11. ზოპიკლონი;
12. ზალეპლონი;
13. ტროპიკამიდი.
შენიშვნა:
ა) ამ ჩამონათვალს მიეკუთვნება მასში შეტანილი სამკურნალო საშუალებების ყველა წამლის ფორმა, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებით (თუ ჩამონათვალში სხვა რამ არ არის განსაზღვრული);
ბ) ნარკოტიკული საშუალებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების ქვეშ იგულისხმება ის კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თავისი შემადგენლობით, თანახმად „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა, არ მიეკუთვნება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიებს;
გ) ჩამონათვალი შეიძლება მოიცავდეს საქართველოში დაურეგისტრირებელ სამკურნალო საშუალებას და საქართველოს ბაზარზე მათი დაშვების შემთხვევაში მათ მიმართ ავტომატურად ვრცელდება ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები.