


1. ვაკით მიმავალი ბაგები/წყნეთის ნაკადმა თამარაშვილზე ვისოლის ქვევით მოატრიალოს, აღმოჩნდება საბურთალოდან ამომავალ ნაკადში რომელიც წერეთელზე უხვევს მარჯვნივ.
2. შუქნიშნები გაამარტივეთ თამარაშვილი-წერეთლის კვეთაზე. მარტო ჩაიკეტოს ავტობუსის გავლისას, რომელსაც დაემთხვევა ქვეითების გადასვლა. (ქვეითებს ასევე აქვთ ახალი გადასასვლელი თამარაშვილის 11-ში წყნეთის ქუჩის არკასთან.)
3. შუქნიშნები გაამარტივეთ ჩოლოყაშვილი-წერეთლის კვეთასთან. შეუფერხებლად გაატარეთ მანქანები.
შუქნიშნები თამარაშვილის კვანძზე უნდა დარეგულირდეს იმგვარად, რომ ჩაიკეტოს მხოლოდ
ერთხელ, როდესაც ავტობუსმა უნდა გაიაროს და იმავდროულად ხდება (დაამთხვიეთ) ქვეითის გადასვლა! დანარჩენი უნდა იყოს სულ მწვანე: შუქნიშანი არ უნდა ჩაიკეტოს როდესაც მანქანების ერთმა ნაკადმა უნდა გაატაროს მეორე დაგროვილი ნაკადი--ისე უნდა დაიხაზოს სქემა რომ ამის საჭიროება არ გახდეს, თორემ ეს გამოიწვევს დიდ შეფერხებებს. ანუ უნდა იყოს მხოლოდ ერთ ტაქტიანი შუქნიშანი როგორც თამარაშვილზე ასევე ჩოლოყაშვილზე.
რაშია პრობლემა. იმდენად რთული სქემაა შერჩეული (განსხვავებით დანარჩენ ყველგან ჭავჭავაძეზე სადაც ყველგან მარტივადააა) რომ მანქანები ვერ ახერხებენ გადაწყობას.
1.პრობლემა, თამარაშვილიდან მარცხნივ ამხვევი მანქანები „8“-ით რის ვაი ვაგლახით გვერდს უქცევენ წერეთელზე დაღმავალ ნაკადს საბურთლოსკენ (სურათი ქვევით). შემდეგ ვაკისკენ მიმავალი ეს მანქანები დიდ შეჯიბრშსა და კონკურენციაში შედიან თამარაშვილიდან ქევიდან მარჯვნივ ამხვევ მანქანებთან - რამეთუ მათი მათი ზოლები საზიაროა! (განაპირა მარჯვენა ორი თვისი ორტაქტიანი შუქნიშნით უკვე აქ). შედეგად საბურთალოდან ამომავალი ნაკადის ნაწილი ვერ ასწრებს გავლას, როდესაც ვაკიდან მარცხნივ ამხვევი მანქანები ამავე ნაკადში ეტენებიან. ამის გამო თამარაშვილზე ქვევით რჩება ცხვირ გამოყოფილი მანქანები ცერად. ასევე იჭედება წერეთელზე დაღმავალი მანქანები, რომლებიც 2 ადგილას უნდა გაჩერდნენ შუქნიშანთან „ზედა ზოლის თამარაშვილზე“ და „ქვედა ზოლის“ თამარაშვილზე, მათთვის კიდე ცალკე ინთება. ცხადია ამის გამო არის მრავალ ტაქტიანი შუქნიშნები. ჯერ ერთი მიდის, მერე მალე მეორე იწყებს, მერე მესამე იწყებს და ეს მეორე და მესამე რაღაც პერიოდში ერთად გადიან, მერე ვერ ასწრებს, მერე პირველი იჭედება ზოგი სად ჩარჩება ზოგი სად ეკვეხება. მერე იკეტება. მოკლედ სურათი ნათელია.
შედეგად რას იწვევს წერეთლის კვანძის გაუვალობა? სწორია!
ჭავჭავაძის მონაკვეთი მე-9 საავადმყოფოდან მოყოლებული წერეთლამდე (საავადმყოფოს მხარე) არის გადატვირთული ამ ავად სახსენებელი წერეთლის კვანძის გამო!
წარმოდგენილი სქემა აგვარებს ამ პრობლემას! ----------
ვიყავი გასული დღეს ორშაბათს შუადღეს 1-2სთ ინტერვალში (ანუ როცა შესვენებებია და ხალხმა უნდა იმატოს)
ჭავჭავაძის მონაკვეთი მე-9 საავადმყოფოდან მოყოლებული წერეთლამდე (საავადმყოფოს მხარე) არის გადატვირთული ამ ავად სახსენებელი წერეთლის კვანძის გამო!
ეს ერთადერთი მონაკვეთი იყო მთელს ჭავჭავაძეზე, ორვე მხარეს, რომელიც იყო გადატვირთული.სხვაგან ყველგათ თავისუფალია


სურათები-----------------------------------
მთელი თამარაშვილი წერეთლის კვეთის ქვევით თავისუფალია. ორივე მხარე.
* * *
სხვაგან ყველგან თავისუფალია:


This post has been edited by ek1m1 on 3 Aug 2020, 15:29