„მოკლედ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა თქვას სიმართლე და ყველაფერი დალაგდება – წერტილი!!!“ – ირაკლი ლატარია
ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შესახებ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცით სად მუშაობსო, უი ცოდნიათ სადაც მუშაობდა. არ ვიცით რა პრობლემა ჰქონდაო, უი ცოდნიათ მისი პრობლემა და ელექტრო შოკიც უყიდიათ. არ ვიცით თუ ოდესმე უჭირდაო, უი ცოდნიათ ადრე სცადა თავის მოკვლაო და ა.შ.
მოკლედ, ოჯახმა თქვას სიმართლე და ყველაფერი დალაგდება – წერტილი!!!
გამომძიებელი არ არის ვანგა რომ ოჯახი რას ფიქრობს ის გაიგოს, მას ფაქტები სჭირდება და ინფორმაცია, რომელიც ვიღაცამ უნდა მიაწოდოს და ეს ვიღაცა უნდა იყოს ოჯახი პირველ რიგში. . . .
ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი არის ილუზია და ზღაპარი.
და ბოლოს -რაც უფრო მეტად ჩაერევა ბინძური სულის და წარსულის ხალხი ამ საქმეში, მით უფრო ვერ მოხერხდება რეალობის დადება. . . .
მინდა მჯეროდეს, რომ ოჯახი ახლა ეიფორიის ქვეშ არის და მაგიტომ უსმენენ იმათ, ვისაც მხოლოდ შოუ და ფული სწყურიათ ამ საქმიდან. მინდა, მჯეროდეს და სხვა რამ არ – იყოს!!!“ – წერს ირაკლი ლატარია.
mpn.ge
...................................................................................
„ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიმართ ოჯახში ძალადობის და სხეულის მსუბუქი დაზიანების მუხლით გამოძიებებია დაწყებული, შემაკავებელი ორდერიც უდევს სახლში, რატომ არ იღებთ ამაზე ხმას?“ – ირაკლი ზაქარეიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის შესახებ, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:
„ხელისუფლებავ – რა დაგემართათ თქვე კაი ხალხო, რამ დაგაბეჩავათ ისე, რომ ყველა მხრიდან გიბაგუნებენ და ხმა ვეღარ ამოგიღიათ?!..
__________________________
თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (სხეულის მსუბუქი დაზიანება) და 126-ე 1 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) სხვადასხვა დროს გამოძიებები რომ არის დაწყებული და ოჯახში “სტოლსაფრის” ქვეშ შემაკავებელი ორდერი რომ უდევს – რატომ არ ეუბნებით ხალხს ამის შესახებ?! საწყალ გოგოს 7000 ₾არი რომ ჰქონდა ხელფასი და მშობლები გამუდმებით “აკაჩავებდნენ” – რატომ არ გინდათ საზოგადოებას გააგებინოთ?! რატომ არ აქვეყნებთ იმ წერილს, რომელიც გარდაცვლილს უპოვეს და რომელშიც მშობლებს წერს, რომ ფული მაქვს, მიდით და გამოიტანეთო?! დაასკანერეთ და დადეთ წერილი, რატომ არ აკეთებთ ამას?! რომ გაიძახიან – “მეზობლების დაკითხვა არაფრის მომცემიაო” – გამოჰკითხეთ მეზობლები და კარგად მოუსმინრეთ რეებსაც მოგიყვებიან!.. რამ შეგაშინათ, რამ დაგასაწყლათ ისე, რომ სიმართლის თქმასაც ვეღარ ახერხებთ?! მაინცდამაინც მე უნდა ვთქვა ყველაფერი?! თამარ ბაჩალიაშვილის ტრაღედიის კერა ოჯახში ეძებეთ, ძალიან კი ცდილობენ ნაცების დახმარებით ისრების გადატანას და კვალის დაფარვას!.. გარდაცვლილის ფეისბუქიც ოჯახმა და ნაცებმა გააქრეს!.. ეს ქალბატონი დედა რომ ბრძანებს ექიმი ვარო – “ფიცი მწამს, მეტყველება მაკვირვებს” – ერთი აკადემიური ტექტი არ მომისმენია მისგან!.. ნუთუ დედაქალაქში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლება არ იძლევა ამის საშუალებას?!“ – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.
https://mpn.ge/archives/12921
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.