ეჭვი ერთია და რაღაც ფილმებით და სერიალებით შთაგონებული ფანტასტიკურ ვერსიებს რო ავრცელებენ ჰაერზე, ეგ მეორე.
ისევ ეს მეგობარი ბიჭი ავიღოთ, აზრზე არა ვარ ვინაა, მაგრამ მაგარ შარში გაეხვა.
ათას არარეალურ რაღაცას დააბრალებენ.
შემოგზავნილიაო, არც იცნობდა საერთოდო, იმ სამი დღის მანძილზე რატო არ ეძებდაო.
რატო უნდა გაცნობოდა ამ დედას და მამას ან სად უნდა ეძებნა და როგორ.
რავიცი, მეგობარი გოგო ვინც მყოლია, თითქმის არავის ოჯახს არ ვიცნობდი და არც მქონია სურვილი გამეცნო.
ან რატო უნდა გამეცნო, სიძე შე ძველო და რაღაცეები რო ეძახათ?
უბრალოდ ძველ;ი თაობის ხალხისთვის წარმოუდგენელია, თორემ დღეს მასეა ურთიერთობები.
ან სამი დღე რო არ გამოჩნდა რატო არ დაურეკაო

არ უნდოდა ალბათ და არ დაურეკა, ის დროც აღარაა გოგოსთან ერთად რო ხარ ყოველ წუთს და ყოველ დღე რო უნდა ურეკო და ტვინი უ##ნა და ყურადღება გამოიჩინო თუ ანგარიშები იბარო.
თუ არ იყო ეს ტიპი შეყვარებული და შემოგდებულია, რატო შემოაგდეს, მაგის ახსნაც ხო უნდა იყოს, რამე დადგმულ ვერსიას ამყარებს?
თუ მართლა უმაღლეს დონეზე დადგმულ სპეცოპერაციასთაბ თუ გვაქვს საქმე, ის ვერ იფიქრეს საერთო ფოტოს ნახვას მოინდომებენო.
გვამი ატარესო და არ იყო იქ გარდაცვლილიო, საერთოდ სხვა ხო არააო და ეგეთი ზღაპრები ხო საერთოდ.
მოკლედ რაც ჩანს არ ჩნდება ეჭვი თვითმკვლელობაზე.
პირადი პრობლემების გამო მოიკლა თავი, შანტაჟის თუ მუქარის, ეგ სხვა ამბავია.
გამოძიებაზე კიდე რატოა უნდობლობა, ჯერ იცის ვინმემ რას იძიებენ ან რა გამოიძიეს?
ერთი იმაზე შეიძლება მოედაო სისტემას, რო განვაცხადეთ დაკარგვაზე სათანადოდ არ ეძებდნენო.
სწორია თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ მასეთ განცხადებებზე, 23 წლის გოგო სახლში არ მოსულა და ტელეფონი გამორთული აქვსო, რამდენად გამართლებულია დრონები და მთელი სისტემა ძებნაში ჩაერთოს, არ ვიცი.
უამრავი ახალგაზრდა არ მიდის სახლში და გამორთული აქვს ტელეფონი და გამოჩნდებიან ხოლმე მერე.
ყოველ შემთხვევაში ამ გოგოს სიკვდილის პრევენციას მაინც ვერ მოახდენდნენ, მთელი სისტემა რო ფეხზე დამდგარიყო საძებრად, უბრალოდ უფრო მალე იპოვიდნენ გვამს.
სასეიროდ იქცა ეს ტრაგედია, ეგაა ყველაზე ამაზრზენი.
თავიდან მართლა შეეცოდა ხალხს, უმეტესობას მაინც.
საცოდაობა ამასეთი ჭკვიანი და ლამაზი გოგოს სიკვდილი.
მაგრამ ეხლა დეტექტივის მუღამში უდგება ხალხი და საქმის ჩახლართვას გულშემატკივრობს...
This post has been edited by Frankens†ein on 5 Aug 2020, 13:35
Mens sana in corpore sano...